ფოთის "კოლხეთმა" სანკტ პეტერბურგის "რუსი" ვერ დაამარცხა

AutoSharing Option
გუშინ თურქეთში, ანთალიასთან ახლოს, ალანიაში დაბინავებულმა ფოთის "კოლხეთმა" პირველი საკონტროლო მატჩი ითამაშა. კოლხთა მეტოქე რუსეთის ქვედალიგელი "რუსი"(სანკტ პეტერბურგი) იყო და მატჩი 0:0 დასრულდა.

ფოთელებს გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მე-13 წუთზე დავით ციცხვაიამ 11-მეტრიანი ვერ გაიტანა.

"კოლხეთი" პირველ ტაიმში: ნადირაშვილი, კილასონია, ცხვიტარია, ხატიაშვილი, გაბუნია, გოგონაია, სიჭინავა, ცხადაია, დათუნაიშვილი, გულუა, ციცხვაია.

მეორე ტაიმში დავით მახარაძემ ცამეტ ფეხბურთელს მისცა მოედანზე გასვლის საშუალება:

მიქაბერიძე, ფოფხაძე, ბარამიძე, ლომაშვილი, კაკულია, ქებაძე, გვალია, წაბრია, წურწუმია, პავლიაშვილი, ტუღუში, ხუბუტია, ქორჩილავა.

დღეს ფოთელები ყაზახურ "აქტაუს" გაეჯიბრებიან, 3 თებერვალს
კი ბულგარულ "მინიორს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული