აქამდე უცნობი იყო, ვის შეხვდებოდა გიგა გეგუჩაძის გუნდი 3 თებერვალს და გუშინ ბოლო მეტოქის ვინაობაც გაირკვა - ლუგანსკის "ზარია".
თექვსმეტგუნდა უკრანის ჩემპიონატში "ზარია" ბოლოსწინა ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში ერთი ქართველი თამაშობს - "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი შემტევი ჯაბა ლიპარტია.
"ტორპედო" შინ 4 თებერვალს დაბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"