ქუთაისის "ტორპედო" თურქულ შეკრებას ლუგანსკის "ზარიათი" დაასრულებს

AutoSharing Option
დღეს ქუთაისის "ტორპედო" ანთალიაში ჩეხურ "ბანიკს" გაეჯიბრება. შეკრების ბოლო შეხვედრას კი რიონისპირელები ზეგ გამართავენ.

აქამდე უცნობი იყო, ვის შეხვდებოდა გიგა გეგუჩაძის გუნდი 3 თებერვალს და გუშინ ბოლო მეტოქის ვინაობაც გაირკვა - ლუგანსკის "ზარია".

თექვსმეტგუნდა უკრანის ჩემპიონატში "ზარია" ბოლოსწინა ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში ერთი ქართველი თამაშობს - "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი შემტევი ჯაბა ლიპარტია.

"ტორპედო" შინ 4 თებერვალს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული