ფოთის ”კოლხეთმა” ყაზახურ ”აქტაუს” გადაუარა - 6:0

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ფოთის "კოლხეთმა" მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ფაზისელები ყაზახურ "აქტაუს" გაეჯიბრნენ და 6:0 მოუგეს.

გოლები: 1:0 ცხვიტარია(35), 2:0 ტუღუში (45), 3:0 ცხადაია (66), 4:0 წაბრია (66), 5:0 პავლიაშვილი (78), 6:0 ციცხვაია (87,პ).

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ ფოთელები სანკტ პეტერბურგის "რუსს" 0:0 ეთამაშნენ და დავით ციცხვაიამ 11-მეტრიანი გააცუდა, მიუხედავად ამისა, ფოთელთა დამრიგებელმა დავით მახარაძემ მას პენალტისტობა არ ჩამოართვა და ციცხვაიამაც ნდობა დაუფასა.

"კოლხეთი" პირველ ტაიმში: ნადირაშვილი, გაბუნია, ლომაშვილი, ცხვიტარია, ფოფხაძე, გოგონაია, პ.დათუნაიშვილი, გვალია, სიჭინავა, წურწუმია, ტუღუში.
"კოლხეთი" მეორე ტაიმში: ა. მიქაბერიძე,
ქორჩილავა, კაკულია(ბარამიძე), ხატიაშვილი, კილასონია, ქებაძე, ცხადაია, პავლიაშვილი, წაბრია, ციცხვაია, ხუბუტია (გულუა).


მომდევნო შეხვედრას "კოლხეთი" 3 თებერვალს გამართავს ბულგარეთის რანგით უმაღლესი ლიგის "მინიორთან". შემდეგ მატჩს 5 თებერვალს ითამაშებს (მეტოქე ჯერ უცნობია), მერე კი 8 თებერვალს სოფიის "სლავიას" გაეჯიბრება, რომელიც ბულგარეთის ჩემპიონატში ამ დროისთვის მე-5 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული