"ვიტ ჯორჯია" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლებთან უგოლო ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
ვიტ ჯორჯია-ზენიტი (დუბლები) 0:0
ვიტ ჯორჯია პირველ ტაიმში: ძაძამია - დ.ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - გურამ გურეშიძე, ვასაძე - კორიფაძე, ჯანელიძე, ზაქრაძე - ჩიმაკაძე.
მეორე ტაიმში: ნ. დაუშვილი -დ. ხურცილავა, კალანდია, გოგიაშვილი, ჯავაშვილი - ჯაყელი, დავლაშელიძე - ვაშაკიძე, გიორგი გურეშიძე, ჯუღელი - კუხალეიშვილი (71. ლობჯანიძე)


თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და მეორე ფრე ითამაშა. დაბა ბელექში მდებარე "ტიტანიკის" სპორტკომპლექსში ზურაბ ბერიძის გუნდი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობას 0:0-ზე გაეყარა.

შეგახსენებთ, პირველ ტესტ-მატჩში ვეტერინარებმა გერმანიის ობერლიგის ბინადარ "გერმანია შიონაიხესთან" 1:1
ითამაშეს.

როგორც "ვიტ ჯორჯიას" ვებგვერდი იუწყება, შეხვედრამ ქართველთა უპირატესობით ჩაიარა. პირველ ტაიმში ბესიკ ჩიმაკაძეს, ბექა ზაქრაძეს და ორჯერ გიორგი კორიფაძეს ჰქონდათ გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა. გურამ ადამაძის გოლისას კი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

"ზენიტი" თავს ორგანიზებულად იცავდა და აქცენტს სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებდა.

შესვენებისას ბერიძემ ათი ფეხბურთელი შეცვალა. დავით ხურცილავას შემცვლელ გიორგი გეთიაშვილს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ხურცილავა მოედანზე ბოლომდე დარჩა. მეორე ტაიმში გოლის გატანა ლევან კუხალეიშვილს შეეძლო, გიორგი ვაშაკიძემ კი ბურთი ძელს გაარტყა.

მატჩის შემდეგ ზურაბ ბერიძემ საკუთარი ფეხბურთელების თამაში დადებითად შეაფასა და შეკრების მიმდინარეობით კმაყოფილება გამოთქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული