ქუთაისის "ტორპედო" არც ჯაბა ლიპარტიამ დაინდო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ქუთაისის "ტორპედომ" ბოლო შეხვედრა ითამაშა - ლუგანსკის "ზარიასთან" 1:3 დამარცხდა.

უკრაინელები 34-ე წუთზე ტონი შუნიჩმა დააწინაურა, 51-ე წუთზე კი "ტორპედოს" მეორე გოლი ჯაბა ლიპარტიამ გაუტანა 11-მეტრიანით. მესამედ ქუთაისელები მიხალო ცაკიჩმა დაამწუხრა 66-ე წუთზე, სხვაობა კი დავით ჯანელიძემ შეამცირა ხუთი წუთის შემდეგ - გიორგი გურულის მიერ მოპოვებული პენალტი უნაკლოდ შეასრულა.

რიონისპირელებს ორი წამყვანი მოთამაშე აკლდათ ტრავმის გამო: დავით დიღმელაშვილი და დავით გამეზარდაშვილი.

"ტორპედო": მიგინეიშვილი - რიგვავა(დოლიძე 54), კვახაძე(შერგელაშვილი 46), ფარულავა(მირცხულავა 46), გურული - გ.დათუნაიშვილი (ვ.ბოლქვაძე 64), კუხიანიძე(ლემონჯავა 54), თარხნიშვილი(ქუცურუა
66) - იოსელიანი(კემუხტაშვილი 64), საბანაძე(რეხვიაშვილი 66) - გოცირიძე(დ.ჯანელიძე 46).

"ტორპედოს" და "ზარიას" ვებგვერდების ცნობით, ქუთაისელები ეპიოზიდებში ურიგოდ როდი უტევდნენ მეტოქეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. უკრაინელთა საიტს თუ დავეყრდნობით, "ზარიას" ამ შეხვედრაში ყველაფერი კარგად გამოსდიოდა.

"ტორპედო" სამშობლოში 5 თებერვალს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული