მარტვილის "მერანი": გამარჯვება და მატება

AutoSharing Option
მერანი - სიონი 2:1
გოლები: 0:1 უგულავა (18, ჩიკვილაძის პასით), 1:1 მამუდოვი (25, მელიავას პასით), 2:1 ჟვანია (79, პენალტით)

მერანი: შენგელია, კიკალიშვილი, მელიავა, მჭედლიშვილი, გეგეჭკორი, დიდავა, ფონიავა, მამუდოვი, ჩალაძე, ამბროლაძე, ტაპე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ: შეროზია, კაკუშაძე, ჟვანია, იობაშვილი, სუხიაშვილი, მანწკავა, ე. გრიგალაშვილი, ტორაძე, ტორონჯაძე, ბოხუა
სიონი: ბობღიაშვილი, კობაური, სვანიძე, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, გაბრიჭიძე, კაციტაძე, ჭანკოტაძე, ო. გველესიანი, უგულავა, მეტრეველი
მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ: ხიდეშელი, ს. ლომია, ლ. ჩხეტიანი

თბილისურ შეკრებაზე მყოფმა მარტვილის "მერანმა" სტადიონ "მარაკანაზე" კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ბოლნისის
"სიონთან". ამ გუნდების ერთი კვირის წინანდელი მატჩის მსგავსად, აღნიშნული შეხვედრაც მარტვილელთა გამარჯვებით დასრულდა.

თამაში მთლიანობაში მერანელთა უპირატესობით წარიმართა, "სიონი" ძირითადად აქცენტს სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებდა. ბოლნისელთა აქტიურობამ საწყის წუთებში შედეგი გამოიღო: თენგიზ ჩიკვილაძის გადაცემით ჯაბა უგულავამ ისარგებლა, რომელმაც დააწინაურა თავისიანები.

მარტვილელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს: მარცხენა ფრთაზე კიჭი მელიავას აქტიურობას არეულობა მოჰყვა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, ბურთი დავით მამუდოვს მიუვიდა, რომელმაც მინდია ბობღიაშვილს შანსი არ დაუტოვა.

მეორე ნახევარში გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა გამოსარჩევია ლაშა ჩალაძისა და გიორგი მანწკავას მომენტები.

მატჩს საბოლოო წერტილი 79-ე წუთზე დაესვა: ელგუჯა გრიგალაშვილის სოლორეიდი მეტოქის მცველმა უხეში თამაშით შეაჩერა. თერთმეტმეტრიანი გოლად გიგა ჟვანიამ აქცია - 2:1.

ახლა კი "მერანის" სიახლეებზეც; უკვე გაირკვა დავით მამუდოვის საკითხი - კლუბმა ამ ეტაპზე მასთან კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა. სამაგიეროდ, დაიმატა 19 წლის მცველი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა.

...და სასიხარულო ინფორმაცია მარტვილელ ქომაგთათვის: კოტდიუარელი ლეგიონერი მუნინი ტაპე, რომელიც სამშობლოში ოჯახური პრობლემების გამო იმყოფებოდა, გუნდს დაუბრუნდა და გუშინდელი მატჩის პირველი ტაიმიც ითამაშა.

"მერანი" ვარჯიშებს 5 თებერვლიდან მარტვილში განაახლებს და მომდევნო სპარინგმატჩს 7 თებერვალს ურეკში, სომხურ "ულისესთან" ჩაატარებს. ბოლო ამხანაგური შეხვედრა კი ქუთაისის "ტორპედოსთანაა" დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტვილის გულშემატკივარი კი ვარ მარა სასიხარულოს ნაცვლად საწყენი ამბავია ზანგის დაბრუნება.დაბრუნება კი არა მეორეც გასაშვებია
vaska
16:59 04-02-2012
0

სიახლეები პოპულარული