ფოთის "კოლხეთი" ბულგარელებთან ტესტ-მატჩში 3:5 დამარცხდა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" თურქეთში მორიგი ტესტ-მატჩი ითამაშა. ფაზისელთა მეტოქე ბულგარეთის უმაღლესლიგელი, პერნიკის "მინიორი" იყო. "კოლხეთი" 3:5 დამარცხდა.

42-ე წუთზე "კოლხეთი" 0:4-ს აგებდა. 59-ე წუთზე დავით ციცხვაიამ შეამცირა სხვაობა, ბულგარელებმა ისევ გაიტანეს, მატჩის ბოლოს კი ფოთელები დიდი ანგარიშით წაგებას გადარჩნენ: პავლე დათუნაიშვილმა 87-ეზე, ილია პავლიაშვილმა კი ერთი წუთის შემდეგ გაიტანა.

"კოლხეთი": ნადირაშვილი (ა.მიქაბერიძე), ცხვიტარია(ხატიაშვილი), ლომაშვილი, დ.ფოფხაძე (გ.კილასონია), გაბუნია, გოგონაია(ცხადაია), ქებაძე(პ.დათუნაიშვილი), გვალია(წაბრია), სიჭინავა(ხუბუტია), წურწუმია(ციცხვაია), ტუღუში(პავლიაშვილი).

მომდევნო შეხვედრას "კოლხეთი" 5 თებერვალს გამართავს, მეტოქის ვინაობა ჯერაც გაურკვეველია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული