პაიჭაძის სახელობის სტადიონი პაიჭაძის სამშობლოში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 19 თებერვალს განახლდება. ფოთის "კოლხეთი" თბილისის "ვიტ ჯორჯიას" მასპინძლობს, თუმცა ჯერაც არ არის გადაწყვეტილი, რომელ სტადიონზე გაიმართება ეს შეხვედრა.

"კოლხეთის" დირექტორ ზაალ კუჭუხიძეს 16 თებერვალს სწორედ ამის თაობაზე დავუკავშირდით და ისიც შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, ფოთის სტადიონს სახელი გადაერქვას...

- ალბათ, "ვიტ ჯორჯიას" ფოთში ვუმასპინძლებთ. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ოფიციალური დასტური ჯერ არ მიგვიღია, თუმცა საქმე სწორედ ამისკენ მიდის, ფედერაციიდან წინასწარი თანხმობა უკვე გვაქვს. ფედერაციამ უსაფრთხოების ზომებზეც მოგვცა მითითება და ეს საკითხიც მოგვარებადია. რაც მთავარია, ქალაქის ხელმძღვანელობა
კლუბს ყველანაირად გვერდში უდგას.

- ფოთის სტადიონს ტრიბუნა არ აქვს...
- ტრიბუნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, თუ უამინდობა ხელს არ შეგვიშლის, ბეტონი მალე გაშრება და ინდივიდუალური სკამების მონტაჟიც დაიწყება. მომდევნო საშინაო მატჩისთვის სტადიონის ერთ ტრიბუნაზე სკამები უკვე დამონტაჟებული იქნება. ორივე ტრიბუნა რომ გაკეთდება, სტადიონის ტევადობა 3500 გახდება.

- გასახდელი რა მდგომარეობაშია?
- გავარემონტეთ და ნორმალურ კონდიციაშია, სტუმარ გუნდს რიგიანად დავხვდებით.

- რა დაერქმევა ფოთის განახლებულ სტადიონს?
- სტადიონს ჯერჯერობით "ფაზისი" ჰქვია, თუმცა არის წინადადება, რომ ფოთის სტადიონი ბორის პაიჭაძის სახელობის გახდეს. ვნახოთ, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული