ეს უკრაინაში პოპულარულ გადაცემა "ფუტბოლნიუსში" თავად გულორდავამ განაცხადა:
"მე წარმოვადგენ სამხრეთამერიკულ სამენეჯერო კომპანიას, რომელმაც ბარიოსის ტრანსფერზე მოლაპარაკების უფლებამოსილება მომცა. კიეველებთან ლამის ყველაფერი შეთანხმებული იყო. სამწუხაროდ, ტექნიკური დეტალების გამო, ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეჩერებულია, მაგრამ არ დასრულებულა".
აქვე გეტყვით, რომ დიდი ხანია, გულორდავა ხარკოვში ცხოვრობს, არის ფიფას აგენტი და ამავე სტატუსის მქონე უკრაინელ მაქსიმ სტეფანსკისთან ერთად
ის არის დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" სელექციონერის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშის, მიხეილ ფოცხვერიას მეგობარი და ბოლო დროს უკრაინულ კლუბებში ბევრ ქართველ მოთამაშეს გაუწია რეკომენდაცია. მასთან თანამშრომლობს ჩეხი მენეჯერის, დალიბორ ლაცინას სამენეჯერო სააგენტოს ქართველი წარმომადგენელი სერგო ქუთათელაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"