არიან ადამიანები, რომლებსაც პროფესიონალიზმის გამო აღიარებენ. "რეზო მასწ"-ი მეორე, უფრო იშვიათების კატეგორიაში ჩაიწერება, რადგან პროფესიონალიზმთან ერთად, ყველას კეთილშობილებითაც შეაყვარა თავი.
დამსახურებები? ყველას ვერ გავიხსენებთ: მისი გაწვრთნილი 16-წლამდელთა ნაკრები პირველი ქართული საფეხბურთო ნაკრები იყო, რომელმაც 1997 წელს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
ბევრს უთქვამს, 10 ასეთი ბავშვთა მწვრთნელი რომ გვყავდეს, ქართული ფეხბურთის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო. ბატონი რეზო თავადაც ვერ იხსენებდა ყველა გაზრდილსა და წარმოჩენილს, რადგან 50-დე მათგანმა
რევაზ გაგუა ქართული ფეხბურთის ნამდვილი "ფეოლა" იყო: ეხერხებოდა და უყვარდა კიდეც ნიჭიერი ბავშვების შერჩევა, მათი შვილებივით გაზრდა და გზაზე დაყენება.
ქართული ფეხბურთი კი ასეთი ადამიანების მხრებზე იდგა და დგას. ამიტომაც მისი სახელიც ამიერიდან ქართულ ფეხბურთისგან განუყოფელი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რეზო არის (ვერ ვამბობ იყოს) ფეხბურთის საოცარი მცოდნე, მე მას უდიდეს მეცნიერს ან ხელოვანს შევადარებდი, ვინაიდან ფეხბურთი ორივეა.
რეზო იმ დიდ საბავშვო (თუმცა ჩემთვის საბავშვო უფრო რთული და დასაფასებელია) მწვრთნელთა შორის მოიაზრება, როგორებიც ძალიან ცოტა იყო თუ არის. მე გამიმართლა, რომ მათ ხელში გავიარე. ბარემ ჩამოვთვლი: რეზო გაგუა, სერგეი აპრესიანი, რამაზ (ნესტორ) მუმლაძე, ოთარ შენგელია.
ამ ხალხმა განსაზღვრა ჩემი, როგორც ფეხბურთელის და რაც კიდევ უფრო მთავარია როგორც ადამიანის ჩამოყალიბება, მაგრამ რეზოს წვლილი უდიდესია და ის სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ვალერის, რომელიც სულ პატარა მახსოვს მამას რომ მოჰყავდა ჩვენთან 75-იანების ვარჯიშებზე.
ლაშა ჯუღელი