ქართველები "ვოლგასგან" გათავისუფლდნენ

AutoSharing Option
24 თებერვალს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ოფიციალურად დაემშვიდობა ქართველ ლეგიონერებს. კერძოდ კი გოჩა ხოჯავას, ლაშა სალუქვაძეს, გოგიტა გოგუას, ზურაბ არზიანსა და მათე ვაწაძეს.

შეგახსენებთ, რომ ხუთივე ფეხბურთელი ქართულ კლუბებში აგრძელებს კარიერას.

გოჩა ხოჯავა, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ არზიანი და მათე ვაწაძე გორის "დილას" შეუერთდნენ. გოგიტა გოგუა კი თბილისის "დინამოში" ირიცხება.

ამ დროისთვის რუსულ კლუბში მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი გია გრიგალავა ირიცხება, რომელსაც თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთის უხმო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული