თუმცა, მოსახდენი მოხდა და 27 წლის უნივერსალი გორის "დილაში" ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე, "ლელოს" ვერსიით 2009/10 წლების სეზონში საქართველოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდა. 2010 წლის ზაფხულში იმედაშვილი ლენქორანის "ხაზარში" ჩაირიცხა, მაგრამ იქ მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა - ერთი საკონტროლო მატჩი, ორიც ევროპის
პრობლემა ის იყო, რომ ვარჯიში ნაადრევად დააწყებინეს და განმეორებითი ოპერაცია უფრო რთული გამოდგა. საბედნიეროდ, მკურნალობა დაასრულა, რეაბილიტაციაც წარმატებით გაიარა და იმედოვნებს, რომ "დილაში" მალე ითამაშებს.
გთავაზობთ ინტერვიუს გორელთა გუნდის პოტენციურ ახალწვეულთან.
- მართალია, რომ "დილაში" ჩაირიცხე?
- ჯერ არ ჩავრიცხულვარ, მაგრამ ვვარჯიშობ.
- ჯანმრთელობა ხელს თუ გიწყობს?
- ნელ-ნელა ჩვეულებრივ დატვირთვებს ვეგუები. ინდივიდუალურად ერთი თვის წინ დავიწყე და თურქეთში გამგზავრება მომიხდა. ჩემი ექიმი სტამბულშია და საბოლოო პასუხი უნდა ეთქვა, როდის შეიძლებოდა ჩვეულ დატვირთვაზე გადასვლა. "დილას" კი სამი დღის წინ შევუერთდი.
თქვენ არ იცით, თემურ მახარაძის ზარმა როგორ გამახარა. რუსთავის "ოლიმპში" მისი ხელმძღვანელობით ვთამაშობდი და მართლაც ძლიერი მწვრთნელია. მახარაძე ნაახალწლევს დამიკავშირდა, ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა. მითხრა, სტამბულიდან რომ ჩამოხვალ, არსად მიხვიდე, "დილაში" გელოდებითო. კაცმა ამხელა ნდობა გამომიცხადა, როდესაც ტრავმა მოშუშებული არ მქონდა და ძალიან გამახარა.
... ერთ წელიწადზე მეტია, მოედანზე არ გავსულვარ და თამაში ისე მომენატრა, სტადიონზე რომ ვარ, მოედანზე შევარდნა მინდება ხოლმე.
- ცოტა მოცდა მოგიწევს, ფორმის აღსადგენად დრო დაგჭირდება.
- გეთანხმებით, დრო საჭიროა და ალბათ, ბევრმა ჩამომწერა კიდეც, მაგრამ არაფერია, მოვმჯობინდები და იმედია, დიდ ფეხბურთს მაინც ვითამაშებ. ტრავმა ვის არ მიუღია, მთავარია, რომ საკუთარი თავის მჯერა.
- ლენქორანის "ხაზარმა" გაგათავისუფლა?
- დიახ, კლუბი კონტრაქტი გაწყვეტაზე დავითანხე და თავისუფალი აგენტი გავხდი.
- რატომ "დილა" - სხვაგან არსად გიწვევდნენ?
- აქ მირჩევნია, ბიჭებსა და მწვრთნელებს კარგად ვიცნობ და ყველანირად ხელს მიწყობენ.
- "დილაზე" რას იტყვი?
- რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გუნდის შეფასება ძნელია, მაგრამ ატმოსფერო და სავარჯიშო პირობები ძალიან მომეწონა. ისეთი ამბიციური კლუბი კეთდება და ისეთი მოთამაშეები აიყვანეს, ადრე თუ გვიან, "დილა" სერიოზული ძალა გახდება. მთავარია, ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდეს და სტაბილური სახე მიიღოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"