გაუგებრობა მორჩა: რომან ახალკაცი გორის ”დილაში” ბრუნდება

AutoSharing Option
რომან ახალკაცმა საშემოდგომო ეტაპი გორის "დილაში" ითამაშა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. 30 წლის თავდამსხმელი, რომელსაც მოსკოვის "ლოკომოტივში" უთამაშია, გორელებს თურქულ შეკრებაზეც ახლდა, მაგრამ ახალწვეულთა წარდგენაზე აღარ გამოჩენილა.

თუმცა, შევიტყვეთ, რომ გამოცდილი მოთამაშე "დილაში" დააბრუნეს. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი?

"რომანი გუნდიდან არც გაგვიშვია, მაგრამ პატარა ამბავი იყო გასარკვევი და საბედნიეროდ, ყველაფერი გაირკვა, სიმართლემ გაიმარჯვა და ახალკაცი "დილაში" ითამაშებს", - გვითხრა "დილას" პრეზიდენტმა ზურაბ დალაქიშვილმა.

დაბრუნებით გახარებულია თავად ახალკაციც:

"დამირეკეს და მითხრეს, "დილაში" გელოდებითო. პატარა გაუგებრობა იყო და ამას წერტილი
დაესვა. თუმცა, ჯერ არც ვიცი, ახალ კონტრაქტს რა ვადით გავაფორმებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული