ერთ-ერთი მათგანი მარტვილის "მერანია", რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ორი საშინაო ("კოლხეთთან" და "მეტალურგთან" ) მატჩის გამართვა ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ "ბაიას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოუწია.
"მარტვილში სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი წლის წინათ, "მერანის" კერძო მფლობელის ხელში გადასვლის მერე დაიწყო. კლუბის პრეზიდენტ ფრიდონ ინჯიას მიერ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დღესაც კეთდება. მაშინ ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა, შეკეთდა გასახდელები და მოგვარდა საშხაპეების პრობლემა.
ვიცით, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამ
თუმცა, "მერანის" მთავარი საფიქრალი, მოედნის ხარისხის არასახარბიელო მდგომარეობაა, რომელზედაც მეტოქეთა გუნდის წარმომადგენლებს არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება.
ამ საკითხთან დაკავშირებით ელდარ ბაკურიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ნებისმიერი გუნდის კოზირი საკუთარ არენაზე თამაშია. ჩვენი წარმატებული ასპარეზობის უმთავრესი სტიმული ხომ მარტვილელი ქომაგები არიან?
რაც შეეხება მოედანს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეგვპირდა, რომ ამ პრობლემას ზაფხულისთვის მოგვიგვარებს.
იმედია, მომავალი სეზონისათვის თანამედროვე სტადიონი გვექნება. ამჟამად, საფარი ნორმალურ მდგომარეობაშია".
შეგახსენებთ, რომ მორიგ კალენდარულ მატჩს "მერანი" სტუმრად, "ბაიასთან" 4 მარტს გამართავს, ხოლო მეორე წრის შეხვედრებს სავარაუდოდ შინ, მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"