"ვოლგა" მოტივად საგადასახადო სამსახურის მოთხოვნას ასახელებს, თუმცა თავად ქართველი ფეხბურთელები ყოფილ კლუბთან თავს ანგარიშვალდებულად სულაც არ მიიჩნევენ.
გოგუამ და სალუქვაძემ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადავო საკითხების პალატას მიმართეს, თუმცა ამ უწყებამ ქართველთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ დროისთვის საკითხს რუსეთის საფეხბურთო კავშირის, ფეხბურთელთა
თავის მხრივ "ვოლგამ" ამ ორგანოს ვერდიქტს არ დაუცადა და გაისტუმრა რა ფეხბურთელთა ყველა ვალი, უმალ მათი საბანკო ანგარიშები გაყინა. ამასთან, ნიჟნინოვგოროდის კლუბმა საერთო იურისდიქციის სასამართლოში იჩივლა, სადაც სალუქვაძისგან და გოგუასგან საკომპენსაციო თანხის დაბრუნებას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა პირველია რუსეთში, როცა საფეხბურთო კლუბი დახმარებას საერთო იურისდიქციის სასამართლოს სთხოვს.
მომზადებულია championat.com-ის მიხედვით