"ზესტაფონს" ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა, თოვლის გამო გადადებული და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცისს საშეჯიბრო განყოფილების მიერ 2 მარტისათვის დანიშნული, ცხინვალის "სპარტაკთან" გასამართი მატჩისათვის მზადებას ზესტაფონში 28 თებერვალს შეუდგა.

ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ვარჯიშის ფუნქციონალურ მომზადებაზე გათვლილი სასტარტო ნაწილის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები ზემოიმერელთა გუნდის დამრიგებელმა გია ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა და აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის ვარჯიშებზე იქნა გადატანილი.

ვარჯიშს გუნდის ყველა ფეხბურთელი არ დასწრებია... როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ალბანელებთან ხვალ გასამართი მატჩისთვის ერთბაშად 4 ზესტაფონელი (როინ
კვასხვაძე, მამუკა კობახიძე, შოთა გრიგალაშვილი და თორნიკე გორგიაშვილი) ჰყავს გამოძახებული. ასევე ვარჯიშს ალექს ბენაშვილი და შოთა ბაბუნაშვილი გამოაკლდნენ, ორივე ეს ფეხბურთელი ანდალუსიაში გამართული შეკრებისას მიღებულ ტრავმებს იშუშებს.

სამაგიეროდ, გუნდსა და საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ თორნიკე აფციაური და გიორგი ხიდეშელი, რომლებიც "ზესტაფონს" ასევე ესპანური შეკრების მიმდინარეობისას გამოაკლდნენ.

თორნიკე აფციაური ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა. რაც შეეხება ასევე ინდივიდუალური პროგრამით "მომუშავე" გიორგი ხიდეშელსა და იომი ოვონიკოკოს, ვარჯიშის მიმდინარეობისას გია ჭიაბრიშვილმა ეს ფეხბურთელები საერთო ჯგუფშიც დატვირთა.

საერთო ჯგუფში თეიმურაზ ღონღაძე და ჯაბა დვალიც დაბრუნდნენ. ორივე ამ ფეხბურთელს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდათ, თუმცა სადღეისოდ ყველა უსიამოვნება ჩავლილია.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული