ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ვარჯიშის ფუნქციონალურ მომზადებაზე გათვლილი სასტარტო ნაწილის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები ზემოიმერელთა გუნდის დამრიგებელმა გია ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა და აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის ვარჯიშებზე იქნა გადატანილი.
ვარჯიშს გუნდის ყველა ფეხბურთელი არ დასწრებია... როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ალბანელებთან ხვალ გასამართი მატჩისთვის ერთბაშად 4 ზესტაფონელი (როინ
სამაგიეროდ, გუნდსა და საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ თორნიკე აფციაური და გიორგი ხიდეშელი, რომლებიც "ზესტაფონს" ასევე ესპანური შეკრების მიმდინარეობისას გამოაკლდნენ.
თორნიკე აფციაური ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა. რაც შეეხება ასევე ინდივიდუალური პროგრამით "მომუშავე" გიორგი ხიდეშელსა და იომი ოვონიკოკოს, ვარჯიშის მიმდინარეობისას გია ჭიაბრიშვილმა ეს ფეხბურთელები საერთო ჯგუფშიც დატვირთა.
საერთო ჯგუფში თეიმურაზ ღონღაძე და ჯაბა დვალიც დაბრუნდნენ. ორივე ამ ფეხბურთელს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდათ, თუმცა სადღეისოდ ყველა უსიამოვნება ჩავლილია.
fczestafoni.ge