ბათუმის "დინამომ" თურქმენეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა

AutoSharing Option
უკვე რამდენიმე დღეა ბათუმის "დინამო" საწვრთნო შეკრებას თურქეთის ზღვისპირა ქალაქ ანტალიაში გადის. ამ ხნის განმავლობაში "დინამომ" სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

პირველი სპარინგ-პარტნიორი ბელგოროდის "სალიუტი" იყო, რომელთანაც მარცხი იწვნია. მეორე შეხვედრა მურმანსკის "სევერთან" უგოლო ფრედ დაასრულა, ხოლო 29 თებერვალს თურქმენეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და ორი უპასუხო გოლით სძლია მეტოქეს.

მატჩი მეტად დაძაბული და სანახაობრივი იყო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უგოლო ფრეთი დასრულდა.

განსხვავებული იყო მატჩის მეორე ნახევარი - დინამოელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და შეტევაზე გადავიდნენ. 65 -ე წუთზე ანგარიში
მუჯირმა გახსნა, როცა შორეული დარტყმით ბურთი ცხრიანში გაგზავნა.

87-ე წუთზე კი მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ცნობილაძემ ზუსტი დარტყმით ანგარიში კიდევ ერთი ბურთით გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც 2:0 დაფიქსირდა.

1 ტაიმი:ალავიძე,ფარტენაძე,კაჭკაჭიშვილი,ხუხია,მაკარიანი,ლობჟანიძე,ცანავა,მუჯირი,მალაზონია,ზოიძე,აბუსელიძე.
‎2 ტაიმი: ალავიძე,რამიშვილი,ცნობილაძე,გოგიტიძე,ჩელებაძე,თოდაძე,ჯორბენაძე,მუჯირი,ცანავა,ზოიძე,ლობჟანიძე

www.dinamobatumi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული