- "ვოლგამ" სალუქვაძესა და გოგუას უჩივლა და ანგარიშები გაუყინა. შენ როგორ მოახერხე გათავისუფლების ფურცლის აღება?
- შევთანხმდით, რომ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობისთვის არ ვუჩივლებდი და კონტრაქტს გავწყვეტდით.
- შენი აზრით, ნიჟნელები ქართველებს ასე რატომ მოგექცნენ?
- ჩემი აზრით, აქ ეროვნული მომენტი არაფერ შუაშია. მე არ ვამტკიცებ, მაგრამ მგონია, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ხელისუფლებს გუნდი აღარ უნდათ და მისი პირველ ლიგაში გამოსვლაზეც თანახმა
პრემიერლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ლიგაა და გუნდს დიდი ბიუჯეტი სჭირდება, ამდენ ხარჯს კი ნიჟნი ნოვგოროდი ვეღარ აუდიოდა. სხვანაირად ვერ ავხსნი იმ ფაქტს, რომ გადამწყვეტ მომენტში "ვოლგას" დუბლებში გადაიყვანეს სალუქვაძე, ხოჯავა და გოგუა, რომლებიც გუნდის ლიდერები იყვნენ. თან "ვოლგას" ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახლები კი ფეხბურთში კარგად ვერ ერკვევიან.
- ეროვნული ნაკრების კანდიდატისთვის რუსეთის პრემიერლიგიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება უკუსვლა არ იყო?
- ჩემი დაბრუნება მეტი სათამაშო პრაქტიკის სურვილმა გამოიწვია. რაც უნდა ძლიერ ლიგაში იყო, თუ არ თამაშობ, გუნდში დარჩენას აზრი არ აქვს. იმედია, ფორმაში მალე შევალ და გორის "დილაში" ხშირად ვითამაშებ. რუსეთში ან სხვა ძლიერ ლიგაში მოხვედრა კი ისევ ჩემზეა დამოკიდებული.
- დავიჯერო, რუსეთში მოთამაშეს "დილაზე" უკეთესი წინადადებები არ გქონია?
- რაღაც წინადადებები იყო, მაგრამ მაშინ ჩემში ფული იყო გადასახდელი და მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა. მაგრამ რუსეთიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვედი.
- ამ სტატუსის გამო უარი თქვი კუთვნილ ხელფასზე?
- ორივე მხარემ რაღაც დავთმეთ: მე ხელფასის ნაწილს მივიღებ, რუსები კი ჩემში ფულს აღარ მოითხოვენ.
- ვიცი, რომ შენით ლვოვის "კარპატი" დაინტერესდა...
- პირადად არავინ დამლაპარაკებია, მაგრამ ლვოველების ინტერესზე მართლაც მსმენია. ამას გარდა, დაინტერესებული იყო კვიპროსული "ანორთოსისი", უკრაინაში კი - დონეცკის "მეტალურგი". მაგრამ პირადად ჩემთან კლუბს მოლაპარაკება არ ჰქონია.
- რუსეთში ხშირად არ თამაშობდი და ამან შენს თავდაჯერებულობაზე ხომ არ იმოქმედა?
- ადამიანზე ყველაფერი მოქმედებს. ჩერიშევი მათამაშებდა, მაგრამ თამაში არ წამივიდა და გოლები ვერ გამქონდა. მერე ხან მარჯვნივ დამაყენა და ხან - მარცხნივ, ჩემს ადგილზე კი აღარ მათამაშებდა, სამიდან მხოლოდ ერთ მატჩში შევყავდი მოედანზე და ამან ჩემზე ცუდი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. საბოლოოდ, არასასურველი შედეგი მქონდა - 20 მატჩში 1 გოლი თავდამსხმელისთვის კატასტროფაა.
- გორის "დილაზე" რას იტყვი?
- ვფიქრობ, კარგი გეგმები აქვთ. ძალიან მოკლე პერიოდში გუნდი გაიზარდა. მიზანი კი თასის მოპოვებაა.
- მაისის შემდეგაც დარჩებით რუსეთიდან ჩამოსული ფეხბურთელები? ბევრი მიიჩნევს, რომ "დილაში" ნახევარი წელი ითამაშებთ...
- ნახევარი წლის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობას კიდევ დაველაპარაკებით. შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს და ევროთასებზეც ვითამაშოთ. ვნახოთ, "დილა" რას შემოგვთავაზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"