"გაგრას" კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი უბრუნდება

AutoSharing Option
"გაგრას" ტრავმირებული მოთამაშეები უბრუნდებიან და სავარაუდოდ, გუნდს საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში დაეხმარებიან.

თასის ნახევარფინალური წყვილების კენჭისყრა კი 7 მარტს შედგება. შეგახსენებთ, რომ "გაგრასთან" ერთად, ნახევარფინალში გავიდნენ "ზესტაფონი", რუსთავის "მეტალურგი" და გორის "დილა".

"გორის "დილასთან" შეხვედრისას "გაგრას" კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი დაშავდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას კოჭის იოგი დაუზიანდა, თუმცა საგანგაშო არაფერია.

ტყეშელაშვილს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მაგრამ უკვე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მასთან ერთად ემზადება გიორგი ერისთავიც, რომელსაც ასევე მცირე ტრავმა აწუხებს.

სრული დატვითვით ვარჯიშობს ლაშა კალანდაძე, რომელმაც სამი შეხვედრა გამოტოვა" - წერს
"გაგრას" ვებგვერდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული