ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ფაქიზი ნიუანსების სამყარო

AutoSharing Option
აქტუალური კითხვა-პასუხი:

- რა გააწყალეთ გული ამ ნახევარსიმართლით? ბოლომდე რატომ არ ამბობთ სათქმელს?
- იმიტომ, რომ უტყუარი ფაქტები გვჭირდება, არც მწვრთნელი, არც ფეხბურთელი და არც მოხელე საინტერვიუდ სიმართლეს ბოლომდე არ ლაპარაკობს.

- აბა, რა უნდა ვქნათ?!
- რჩევების მიცემა ჩვენი საქმე არ არის.

- სტადიონზე აღარ უნდა ვიაროთ?
- ისევ რჩევას მეკითხები...

- გაზეთს აღარ წავიკითხავ!
- შესაძლოა, წიგნების კითხვა ჯობდეს, ისე, წიგნსაც გააჩნია...

- ჰო, იქნებ ლექციაც წაგვიკითხოთ ფეხბურთის პროფესორებო.
- არა, არც ესაა ჩვენი საქმე.

- საერთოდ რა
გინდათ, რა მიზანი გამოძრავებთ?
- საზოგადოებისთვის პოზიტიური როლის შესრულება.

- ეგ რაღაა?
- თუნდაც ნახევარსიმართლის წერა.

- მაშინ კაცურად მითხარი, - ქეცბაია მაგარი მწვრთნელია?
- ვფიქრობ, ამ კითხვას მისმა დამნიშნავმა უნდა უპასუხოს.

- აი, ასეთები ხართ ეს ვითომ პროფესორი ჟურნალისტები, თავს არიდებთ კონკრეტიკას, სულ იოლად გამოძრომას ცდილობთ...
- მთლად მასეც არ არის საქმე, მაგალითად, ბევრი რამის გამოცნობა შეგვიძლია.

- მაგალითად?
- წლეულს საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" გახდება.

- თასს ვინ აიღებს?
- რა თქმა უნდა, გორის "დილა"!

- მაგარია! ბილეთის შევსებაშიც ხომ ვერ დამეხმარები?
- არა, ეს უკვე მეტისმეტი იქნება.

- "დინამოზე" რას გვეტყვი ახალს და საინტერესოს?
- "დინამოდან" საფრთხე აღარ არის, "დინამო" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აღარ აპირებს, ესპანური პროექტის ჩაფლავების შემდეგ ეს საქმეც შეჩერებულია. "დინამო" ამ სეზონში მეორე ადგილზე გავა.

- არა, ეს ნახევარსიმართლე კი არა, რაღაც აბდაუბდაა.
- რას ვიზამთ, შეცდომის უფლება ჩვენც გვაქვს.

- საქართველოს ჩემპიონატი მოგწონს?
- ძალიან.

- მაინც რა მოგწონს მასში?
- ბევრი კარგი თამაშია, საქართველოში ახლა არც თუ ცოტა კარგი ფეხბურთელი თამაშობს.

- ყველაზე ლამაზად ვინ თამაშობს?
- არ ვიცი.

- თქვენგან ხომ კაცი სიმართლეს ვერ გაიგებს, მარტივ კითხვაზეც კი არ გაქვთ ზუსტი პასუხი...
- იცი, რატომ?

- რატომ?
- იმიტომ, რომ სილამაზე ფაქიზი ნიუანსების სამყაროა.

- ქართული ფეხბურთი რაღაა?
- განსაკუთრებული არაფერი, კარგი და ცუდი ნიუანსების სამყარო.

- უბრალო ხალხზე თქვენც არ ფიქრობთ, გულრწფელად გეუბნებით, რომ არ მომწონხართ ეს ვითომ ჟურნალისტები!
- რა გაეწყობა, ხალხს ლარი ფლინტიც არ უყვარდა, მაგრამ ყურებზე ხახვი ვერ დააჭრა.

- ისევ დამიწყე პროფესორობა...
- ნაკრების თამაშზეც აღარ წახვალ?

- შესვლა ისევ უფასო იქნება?
- საქართველოს ნაკრებს ისევ ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელები.

- ეს ზოგადი, რაღაც უმნიშვნელო ლაპარაკია.
- არსებობენ კი უმნიშვნელო რაღაცეები?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თასს რათქმა უნდა გორის დილა აიღებს, მაგრამ მე ის მაინტერესებს თქვენ რა კონექსტში დაწერეთ??? დაუმსახურებლად აიღებს???
ქოთოლა
16:48 03-03-2012
0
საინტერესოა რა ფაქტები გჭირდებათ ჟურნალისტებს,იმის შესაფასებლად,რამდენად სწორი ფორმაა მაგალითად,შ.ს.ს. და არმიის სპორტული კლუბების მომრავლება ქართული სპორტის განვითარებისთვის.რომელ ევროპულ,წარმატებულ ქვეყანაშია მსგავსი პრაქტიკა?რამდენად სამართლიანია ეს თუნდაც იმ თითოოროლა კერძო მეპატროონეების მიმართ?როცა კონკურენტებს მისივე გადახდილი გადასახადით უფინანსებენ,თან განუსაზღვრელი რესურსით და არა მარტო ფინანსურით?მითუმეტეს თქვენც დარწმუნებული ხართ თასს რომ გორის დილა "აიღებს".დილაში,უმრავლესობას ნახევაწლიანი ქონტრაქტი გაუფორმეს და თასს აღებულებს ახალი გუნდის გაკეთება რომ,მოუწევთ და ასე შედეგის გაკეთება ევროპაზე თითქმის შეუძლებელია და ამას ბიუჯეტის ფულით აკეთებენ,ამაზე სტატიის დაწერას რა ფაკტები უნდა?ის უთავმოყვარო ფეხბურთელები რომ შეიწყალა ვითომ ერთპიროვნულად სიჭინავამ,ეს რომ მცდარი გადაწყვეტილება იყო,ამაზე ერთი სტატია მაინც არ უნდა დაგეწერათ?კიდე რამდენი მაგალითის მოტანა შეიძლება,მაგრამ წერად არ ღირს.სამწუხაროდ,თქვენი,სპორტული ჟურნალისტების საერთო მდგომარეობის ნათელი გამოხატულება იყო,თქვენი კოლეგა,დიმიტრი ობოლაძე რომელსაც ცივი ოფლი ასხამდა ქეცბაიასთან ინტერვიუს დროს.
daviti
20:20 03-03-2012
0

სიახლეები პოპულარული