შეხვედრაზე აჭარაში საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
"მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან სამი თვის წინათ დავიწყეთ. ინტენსიური კავშირი გვაქვს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის დეპარტამენტთან.
ამ ეტაპზე საუბარი სპორტული ინფრასტრუქტურის შესწავლაზე მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, ქობულეთში მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ასევე, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების მოედნის მოწყობა.
კარგი ფეხბურთელების გაზრდის პოტენციალი გაქვთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი აკადემია მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავებმა
აკადემიის დაარსების შემთხვევაში, პორტუგალიელები ქართველ სპეციალისტებს აკადემიის მართვის მენეჯმენტში დაეხმარებიან. იგეგმება ქართველი მწვრთნელების მომზადების მოკლევადიანი კურსების შემუშავებაც.
დიეგო მარია მატოსი და პაულო ჟორგე რივერო კარდოსო ბათუმში აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
ajara.gov.ge