საქართველო-ისრაელის ნაკრებთა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მოედნის საფარის მდგომარეობაზე ილაპარაკა - შეუძლებელია მოიგო, როდესაც ასეთ ყანაში გიწევს თამაშიო. შემდეგ ეს თემა ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმაც განავრცო. ბუნებრივია, ობიექტურობა ორივე მხარის მოსმენას მოითხოვს. ამიტომაც დავუკავშირდით ერონული სტადიონის დირექტორ სანდრო შახოვს, რომელიც თავადაც ყოფილა დაინტერესებული, გულშემატკივრისთვის აეხსნა, რატომ არ იყო საფარი სასურველ მდგომარეობაში.
- ბატონ სანდრო, თქვენთვის ცნობილი იქნება ქეცბაიას განცხადება...
- რა თქმა უნდა და კარგადაც მესმის, რომ თემური სატკივარზე გულახდილად
- სწორედ მიზეზების გასარკვევად დაგიკავშირდით...
- ბოლო ორი თვე ვცდილობდით, საშინელი სიცხების შედეგები თავიდან აგვეცილებინა. ჩვენი ბრალი არ არის, სამი თვის განმავლობაში სულ რამდენჯერმე რომ წამოვიდა წვიმა, ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ დაშვებულა და მოედანი გადაიწვა. ასეთი ამინდი მოედანს ანადგურებს... მაგრამ მარტო ეს არ არის მიზეზი: ჩვენი საფარი იდეალურ და ბუნებრივ ნიადაგზეც არ არის, ხოლო ის, რაც არის, სტანდარტულზე დაბალი ხარისხისაა. ამის გამო, ბალახი ფეხს ვერ იკიდებს და ადვილად ფუჭდება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საფარს თავისი რესურსი გააჩნია, ეს კი 5 წლის წინ დათესეს და უკვე ვადა ამოწურა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრი ვეცადეთ, მინდორი მაქსიმალურად საუკეთესო მდგომარეობამდე მიგვეყვანა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოგვივიდა... თუმცა ხალხმა დილიდან საღამომდე შრომით თავი მოიკლა და მოდით, ამ გარჯას წყალში ნუ ჩავუყრით. სხვათა შორის, ძალიან საშინელი მოედანიც არ ყოფილა...
- ქეცბაია სამართლიანი ადამიანია და არა გვგონია, საფარის უვარგისობა ვერმოგების გამო მოეგონებინა...
- ამაზე არც ვდაობ და თემურის გულისტკივილიც მესმის. თუმცა თავადაც ვამბობ, რომ საფარი კარგ მდგომარეობაში არაა და მიზეზებიც დაგისახელეთ, მაღალმა სიცხეებმა თავისი კვალი დაატყო. საერთოდ, აგრონომიური სამუშაოები სექტემბრის მეორე ნახევარსა და აპრილში ტარდება. ჩვენ ეს ადრე ვცადეთ. სხვათაშორის, მინდორი უეფას წარმომადგენლებმა შეამოწმეს და თამაშის უფლება ისე დაგვრთეს, შენიშვნა არ მოუციათ, ანუ არც ისეთი საშინელება იყო. თუმცა, ვიმეორებ, თავად არ ვართ კმაყოფილნი და საერთოდ, იდეალური საფარი რომ გვქონდეს, ჩვენზე მეტად არავის სურს.
- ფაქტია, რომ საფარი შესაცვლელია, ან უკეთესი მოვლა სჭირდება...
- ბალახის შესაცვლელად სერიოზული თანხაა საჭირო და ჩემზე არ არის დამოკიდებული.
- ვის შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა?
- სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას ასეთ პროექტებზე გრანტებს უეფაც გამოყოფს. მესმის ქეცბაის გულისტკივილი და მას ყოველთვის გვერდში დავუდგები, მაგრამ ასეთ მკვეთრ განცხადებას არ ველოდი. არა მგონია, მოედანი ერთადერთი პრობლემა იყოს... თუმცა ეს ჩვენი მოსაგვარებელია და უნდა მივხედოთ.
თუ ქალებისთვის უბორნია რომ არ არის სტადიონზე ეგეც მარალი ტემპერატურის ბრალია? ელემენტარულად გადასატანი ჩეჩმები მაინც დაედგათ მაგ ჩემი ცოდვით სავსეებს. მარტო ერთი სექტორის ბილეთების ფული ეყოფა ნორმალური სანიტარული პირობების მოსაწყობად. ბრენდების მაღაზიები და სპორტკომპლექსები კი აქვთ წამოჭიმული დიდის ამბით და გუშინ რომ ნახევარმა თბილისმა მიაფსა იმ მაღაზიებს არ არის ხომ პრობლემა?