აზერბაიჯანი: ევრო 2020? - ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სურვილია

AutoSharing Option
7 მარტს საქარველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში სიტყვით გამოსვლამ, სადაც მან ორი მეზობელი სახელმწიფოს მიერ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის სურვილი გაამჟღავნა, უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

ამის შემდეგ "კავკასიური ევრო 2020"-ის იდეა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა კიდევ უფრო დააკონკრეტეს და განაცხადეს, რომ 22 მარტს, თურქეთში დაგეგმილ უეფას კონგრესის ფარგლებში, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების წარმომადგენლები ერთობლივ განაცხადთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

თემასთან დაკავშირებით კომენტარი აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა გააკეთა:

"ევროპის 2020 წლის ჩემპოინატის ერთობლივად მასპინძლობის თემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტ ილხამ ალიევს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სპორტის სფეროში კავშირების კიდევ უფრო გამყარება შევთავაზე. მოგეხსენებათ, "სოკარ-ჯორჯია" ქართულ სპორტს აფინანსებს და მათ შორის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასაც.

მაგრამ ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთობლივი განაცხადის მომზადების შესაძლებლობას ვსწავლობთ და ოფიციალურად რაიმეს თქმა არ შეიძლება.

ვფიქრობ, რომ თემის განვრცობა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი არც სტამბულში დაგეგმილ უეფას კონგრესზე განიხილება.

მოგეხსენებათ, ბაქო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტია და არ ვიცი, ოლიმპიური განაცხადი რა გავლენას იქონიებს ფეხბურთისაზე".

* * *
ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი ერთია, შანსი კი - მეორე და ბოლო სიტყვას ამ საქმეში უეფა 2014 წელს იტყვის. იქამდე კი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აზერბაიჯანიდან 2020 წლის ოლიმპიდის მასპინძლობაზე ბაქოს განაცხადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კენულ ნურულაევაც გამოეხმაურა, რომელმაც ჩვენს აღტყინებას საფუძველშივე "ცივი შხაპი" გადაასხა.

ამ ქალბატონის თქმით, ახლა აზერბაიჯანი მთლიანად 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზეა ფოკუსირებული და შესაბამისად, ევრო 2020-ის მიღებაზე საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი განაცხადის მომზადება ეჭვქვეშ დააყენა.

Sportall.Ge"ეს მეტწილად მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ მისმა ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატს აზერბაიჯანთან ერთად უმასპინძლოს. მან მხოლოდ წადილი გაახმოვანა და სახელმწიფოთა დონეზე ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი.

ჩვენ საქართველოსთან ერთად ევრო 2020-ის მასპინძლობაზე არ ვფიქრობთ და პირველ რიგში, 2020 წლის ოლიმპიადის მიღებაზე ვზრუნავთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნურულაევმა.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
აზერბაიჯანელების ამბიციებს ხომ ბოლო არ აქვს... რის ოლიმპიადა, რა ოლიმპიადა. დროზე გააკეთონ, რასაც სააკაშვილი სთავაზობს. მათი ფინანსებით და ჩვენი გონებით შეიძლება რაიმე სახეირო გამოვიდეს ორივე ქვეყნისათვის.
vereli
14:24 09-03-2012
0
ეს ქალი ალბათ უმუშევარი რჩება აქ რო ჩაატარონ და ამიტომ თქვა, ისე აზერბაიჯანმა აღარ იცის ფული სად წაიღოს და სტადიონებს ააშენებენ, ჩვენც ორი სტადიონი ავაშენოთ და ეგ არი რა დანარჩენსაც მიეხედება
beso
14:37 09-03-2012
0

სიახლეები პოპულარული