საგანგებო განცხადება EURO 2020-ის მასპინძლობასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
უეფას კონგრესზე საქართველო და აზერბაიჯანი ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის სურვილს ოფიციალურად დაადასტურებენ.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო კიდევ ერთხელ ოფიციალურად ადასტურებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი გამოხატავენ ერთობლივ სურვილს, უმასპინძლონ ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს, რის შესახებაც ქვეყნების პრეზიდენტები 6 მარტს ბაქოში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად ფეხბურთის ფედერაციებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მათ 21 მარტს სტამბულში გასამართ უეფა-ს კონგრესზე ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის
მზაობა დაადასტურონ.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 მარტის კონგრესზე მხარეები უეფა-ში ოფიციალური განაცხადის შეტანის ვადებსაც დააზუსტებენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა 9 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში 2020 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების საკითხი ამჟამად განიხილება. მისივე თქმით, ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი. "მანამდე კი ეს საკითხი სტამბულში, უეფა-ს კონფერენციაზე არ განიხილება", - განაცხადა აბდულაევმა.

აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ ასევე გავრცელდა 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე ბაქოს განაცხადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, კენულ ნურულაევას კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ახლა აზერბაიჯანი მთლიანად ოლიმპიადის მასპინძლობაზეა ფოკუსირებული და, შესაბამისად, ნურულაევამ "ევრო 2020"-ზე საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი განაცხადის მომზადება ეჭვქვეშ დააყენა (იხილეთ ვრცლად).
მკითხველის კომენტარები / 2 /
მამალი ტყუილია. როვნაგ აბდულაევი სხვანაირად ამბობს.საკითხის სტამბულში განხილვა არ იგეგმება.
levani
18:00 09-03-2012
0
კიდევ ერთი გაუაზრებელი და წამოროშილი წინადადება მიშას მხრიდან.თავი მოიჭრა კვლავ და ყველას დასაცინი გაგვხადა.ეხლა ყველაფერს იზამენ მისი ფინიები რომ როგორმე გამოაძვრინონ ამ ამბიდან. ბაქოს საერტოდ არც უფიქრია 2020 ევროს ჩატარება...
archili
11:32 10-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული