ოზურგეთის "მერცხალმა" დარბაზში გამოიზამთრა

AutoSharing Option
პლეი ოფისა და პლეი აუტის მატჩები 12 მარტს დაიწყება. ფლეი აუტის პირველ ტურში ოზურგეთის "მერცხალი" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს.

"მერცხალის" გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი გუნდის სამზადისზე მოგვითხრობს.

"ჭიათურის გუნდის სახით სერიოზული კონკურენტი გვყავდა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ ტურნირში მონაწილეობის უფლება დაძაბულ ბრძოლაში მოვიპოვეთ.
თუმცა პრობლემა შეგვექმნა - 18 იანვრის შემდეგ მოედანზე არ გვივარჯიშია. ოზურგეთში ისეთი თოვლი იდო, რომ სტადიონი დღემდე ვერ გაიწმინდა. ფაქტობრივად, მოსამზადეებელი ეტაპი ჩაგვივარდა და შეკრებაზეც ვერ წავედით, რადგან საამისოდ ფინანსები არ გვქონდა.

ამის გამო,
ახლა ოზურგეთის სპორტულ დარბაზში ვვარჯიშობთ და ძნელი წარმოსადგენი არაა, პარკეტიდან მინდორზე გადასვლა რა მძიმე იქნება.

ფინანსურად და კადრებით "მერცხალი" ფლეი აუტის 8 მონაწილეს შორის ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, კერძო ინვესტიციებით არ გვანებივრებენ და მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტზე ვართ დამოკიდებული. თუმცა რაიონისა და რეგიონის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას გვაქცევს.

გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ფეხბურთით დაინტერესებულია და შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, გუნდმა რომ იარსებოს და წარმატებას მიაღწიოს", - ამბობს ჩხატარაშვილი

"მერცხალის" მთავარი მწვრთნელი პლეი აუტის კალენდარმა დააფიქრა:

"თამაშები ისეთი შემჭიდროებული გრაფიკით ჩაატარდება, რომ ჩვენნაირ გუნდებს პრობლემები შეექმნებათ. რა პრობლემებს ვგულისხმობ? არ გვაქვს აღდგენისა და რეაბილიტაციის საშუალებები, რაც მოთამაშეთა გადაღლის საფრთხეს შეგვიქმნის".

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ოზურგეთელთა დამრიგებელი იმედოვნებს, რომ "მერცხალი" უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს:

"ჩვენ ყველა შეხვედრაში ვიბრძოლებთ და შევეცდებით, უმაღლეს ლიგაში წლების წინათ დაკარგული ადგილი დავიბრუნოთ. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს და ბიჭების მჯერა".

დაბოლოს, ერთი საინტერესო სიახლე - გუნდში ცნობილი ვეტერანი მოთამაშე ჩაირიცხა:

"ვაპირებთ წარმოშობით ოზურგეთელი გია მეგრელაძის დამატებას. მამამისი, მერაბ მეგრელაძე ოზურგეთში დაიბადა და გაიზარდა, ჩვენი მეგობარი იყო. თავად გიამაც დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები "მერცხალში" ჩემი ხელმძღვანელობით გადადგა, ახლა კი ჩვენთან დაიწყო ვარჯიში და მისი დიდი იმედი მაქვს. ასეთი გამოცდილი თავდამსხმელი აუცილებლად გამოგვადგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
„მერცხალი“შანსები ძალიან მცირეა უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად. წლების გუნდი უპატრონოდაა მიტოვებული. არც სპონსორი, არც სხვა დაფინანსება.იმას, რასაც ბიუჯეტი ქაჩავს, გუნდს მხოლოდ მინიმალურს თუ უკმაყოფილებს. შეკრებებს არ უფინანსებენ. რადაგნ გუნდი ბიუჯეტზე დამოკიდებული, მწვრთნელი კრიტიკულ გამოსვლებს ერიდება. სტადიონს უშენებდნენ და უპრინციპო გუბერნატორს თვალწინ ააცალეს პროექტი. ღმერთმა ქნას, შედეგი იყოს, მაგრამ ენთუზიაზმით...ისე მერცხალის სტადიონი რომ გადატენილია შტატებით (ჯონი კალანდაძეს ოთხი მოდგილე ჰყავს)ეს თანხა გუნდისთვის მოეხმარათ არ ჯობდა?!
გურული2
18:43 12-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული