"ვიტ ჯორჯიას" თავკაცის პოსტზე ზურაბ ბერიძე მერაბ კოჭლაშვილმა შეცვალა

AutoSharing Option
ორმხრივი კონსულტაციების შემდეგ, კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძესთან შეთანხმების საფუძველზე, "ვიტ ჯორჯიას" მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ზურაბ ბერიძეს გაწეული მუშაობისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ იგი კვლავაც ერთგულად გააგრძელებს მოღვაწეობას "ვიტ ჯორჯიას" საკლუბო სტრუქტურაში.

ზურაბ ბერიძე 1999 წლიდან მუშაობს "ვიტ ჯორჯიაში" და სხვადასხვა დროს წვრთნიდა, როგორც "ვიტ ჯორჯიას" პირველ გუნდს, ასევე დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა გუნდებს.

რუხაძის გადაწყვეტილებით "ვიტ ჯორჯიას" ახალ მთავარ მწვრთნელად მერაბ კოჭლაშვილი დაინიშნა. კოჭლაშვილმა 11 მარტს უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში მცხეთა
პარკზე.

მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯიამ" 2004 წელს პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ბოლოს ის 2010-2011 წლების სეზონში წვრთნიდა "ვიტ ჯორჯიას" მთავარ გუნდს.

მიმდინარე სეზონში ის წარმატებით ხელმძღვანელობდა "ვიტ ჯორჯიას" 1994/95 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდს, რომელმაც არაერთი გამოსარჩევი თამაში ჩაატარა და ჯერჯერობით მეორე ადგილს იკავებს.

witgeorgia.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული