სომხების რეაქცია ევრო 2020-ის ქართულ-აზერბაიჯანულ განაცხადზე

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების სურვილი რომ განაცხადა, ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია, მათ შორის, რუსეთსა და სომხეთში.

მათ რეაქციაში ირონია და ცინიზმი იგრძნობა და ამბობენ, პროექტის ჩაგდებას ტექნიკური მხარე გამოიწვევსო.

სომხურ ინტერნეტ-გაზეთ "ლრაგირში" კი ჟურნალისტი თავისიანებს მოუწოდებს, აჯობებს, საკუთარ მამიდას მივხედოთო.

მეზობლის "მანქანა" და ჩვენი "საზრუნავი"
"ერთმა სომხურმა ტელეკომპანიამ საკითხი უკვე განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ევრო 2020-ის მასპინძლობის არანაირი შანსი არ აქვთ. მედიასაშუალება შემდეგი ლოგიკით ხელმძღვანელობდა: ერთობლივი განაცხადი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება,
თუ ქვეყნები ერთმანეთის ორგანულ გაგრძელებას წარმოადგენენ.

მათი ლოგიკით, ასეთები იყვნენ პოლონეთი და უკრაინა. ცხადია, გადაცემას ამ სლავური ქვეყნების მცხოვრებლები ვერ უყურებდნენ და ბევრი დაკარგეს, რადგან საკუთარ თავზე საინტერესო "სიახლეს" შეიტყობდნენ.

იაპონია და სამხრეთ კორეაც არ ყოფილან ერთმანეთის ორგანული გაგრძელებები, მაგრამ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მაინც ერთად უმასპინძლეს.

სინამდვილეში რაციონალური იქნება იმის თქმა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი უეფას ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, არც საკმარისი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და ტურნირს ამიტომ ვერ უმასპიძლებენ.

...ჩვენს ტელეეთერში ძალიან ბევრი ილაპარაკეს ქართულ-აზერბაიჯანულ განაცხადზე, როდესაც იგივე დრო სომხეთისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხებისთვის შეეძლოთ დაეთმოთ; ან ემსჯელათ, შეუძლია თუ არა სომხეთს იგივე სახის აქტიურობით თავის გამოჩენა?

განსახილველია არა ის, ღირს თუ არა ევრო 2020-ში მონაწილეობა, თუ ის საქართველო-აზერბაიჯანში ჩატარდება, არამედ, გვაქვს კი თავად რაიმე მსგავსი რეგიონული ინიციატივები?

საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივი განაცხადის წარდგენას რომ აპირებენ, ეს უკვე არის შანსი, ან მცირე შანსის გამოყენება.

მმართველი და ოპოზიციური ჯგუფები საერთოდ არ გვთავაზობენ რეგიონულ პროექტებს, მათ შორის, ქართულ-სომხურ ერთობლივ იდეასაც კი.

ამოცანა ის კი არაა, ჩვენს პროექტებს როგორ მიიღებენ აზერბაიჯანი და საქართველო. დაე, უარი თქვან. ჩვენი ამოცანაა, სწორედ ამ დროს მივაწოდოთ ევროპასა და მსოფლიოს საჩვენო ინფორმაციები. ამაში კი სომხური დიასპორა უნდა გამოვიყენოთ.

P.S. მეგობარმა ზუსტად მითხრა, რომ (სააკაშვილის ინიციატივაზე) ჩვენი დამოკიდებულება ისეთია, როგორიც ანეკდოტში: პრობლემები ისედაც მრავლად მქონდა და ახლა კიდევ ერთი დამემატა - მეზობელმა ახალი მანქანა იყიდა".

* * *
ცხადია, საქართველო-აზერბაიჯანში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ბევრს არ სჯერა, მაგრამ ორიოდე დღის წინ ასეთი ამბავი მოხდა: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი ბაქოში "ტოპიკ ბახრამოვის" სახელობის სტადიონს ესტუმრა, რომლის განახლებაც სრული ტემპით მიმდინარეობს.

თავიდან სტადიონის ტევადობა 29 700 მაყურებელზე იყო გათვლილი, თუმცა ალიევმა ტრიბუნების კიდევ 2 500 ადგილით გაზრდა მოითხოვა და განახლებული "ტოპიკ ბახრამოვი" 31 200 მაყურებელს დაიტევს.

რა არის ამაში საინტერესო? "ბახრამოვი" იმ კრიტერიუმს დააკამყოფილებს, რაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას სჭირდება - სტადიონი 30 ათასს მაყურებელზე ნაკლებს არ უნდა იტევდეს.

თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლება დღემდე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

damokidebuleba anekdoturia: “kidev erTi problema damemata - mezobelma axali manqana iyida”

მკითხველის კომენტარები / 8 /
აი, ხომ ხედავთ?! :D ამ ქვეყანაში ლიბერალიზმი ჯერ კიდევ უცხო ხილია..
saakashvili
23:14 14-03-2012
0
ნეტა სომხეთშიც თუ ასე უფრთხილდებიან და წონიან საკუთარ განცხადებებს, რომ ქსენოფობიაში არ ჩამოართვან? რატომგაც არა მგონია. ან რას ხედავთ ამ სტატიაში ქსენოფობიურს?
dato
21:52 14-03-2012
0

სიახლეები პოპულარული