ოთარ ხიზანეიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
რვაწლიანი პაუზის შემდეგ ოთარ ხიზანეიშვილი თბილისის "დინამოს" უბრუნდება. 30 წლის მცველი "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ ოთარი "დინამოში" 1998-2000 წლებში და 2002-04 წლებში თამაშობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ოთარ ხიზანეიშვილი თბილისის "დინამოში" თამაშისას რეგულარულად ასპარეზობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც, სადაც 20 მატჩი ჩაატარა.

საგულისხმოა, რომ ხიზანეიშვილი სხვადასხვა დროს მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს", "როსტოვის", მახაჩყალის "ანჟის", "ფრაიბურგის" და "აუგსბურგის" ღირსებას იცავდა. ბოლოს კი იგი ყაზახეთში თამაშობდა.

ოთარ ხიზანეიშვილი
: "ფეხბურთის თამაში აქ დავიწყე და "დინამო" ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი და საყვარელი გუნდია.

"დინამოში" დაბრუნების დროს, სიხარულთან ერთად, ძალიან ვნერვიულობდი. მგონი, ბაზაზე შემოსვლის დროს ახლა უფრო ვღელავდი, ვიდრე პირველად მოსვლისას.

ბოლო თვე და 10 დღე ტრავმის გამო არ მითამაშია. ერთი კვირაა, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და ვფიქრობ, 5 დღეში სასურველ ფორმაში ვიქნები. ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მენდო და საქართველოში, მშობლიურ კლუბში დამაბრუნა. ვეცდები ეს ხალხი არ დავაღალატო".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული