მანამდე კი კვარაცხელია ვარშავაში სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში სემინარებში მიიღებს მონაწილეობას.
მცირე ხნის წინ მამუკა კვარაცხელია ჟენევაში უეფას მედია-კომიტეტის შეკრებას დაესწრო, რომლის წევრადაც ახლახან აირჩიეს. სხდომაზე განიხილეს სოციალურ ქსელებთან (ფეისბუქი, იუთუბი, თვითერი და ა.შ.) უეფას დამოკიდებულება და სხვა საკითხები.
სხდომაზე კვარაცხელია გამოვიდა წინადადებით, რომ უეფამ დასაჯოს ის ფეხბურთელი, რომელიც მატჩისშემდგომ ჟურნალისტებს კომენტარებსა და ინტერვიუებზე უარს ეტყვის. ჩვენებურის
"ჟურნალისტობა 24 წლის წინ დავიწყე და უამრავი მატჩისა და ინტერვიუს მომსწრე გავმხდარვარ. უეფას ეგიდით გამართული მატჩების შემდეგ, ჩემპიონთა და ევროპის ლიგაში, შერეულ თუ ელვა-ზონებში ჟურნალისტთა შეკითხვას ნებისმიერმა ფეხბურთელმა უნდა უპასუხოს.
ჩემი ოპონენტების აზრი იყო, შეიძლება წაგების შემდეგ გაღიზიანებულმა პასუხის გაცემა ვერ შეძლოსო, მაგრამ ეს მარტო ჟურნალისტს კი არ სჭირდება, მილიონობით მაყურებლის მოთხოვნაა, რომელიც ეკრანს დაძაბული მისჩერებია და საყვარელი კერპისგან მოგება-წაგების მიზეზების ახსნას ითხოვს-მეთქი.
გარდა ამისა, ჩემპიონთა და უეფას ლიგაში ფეხბურთელები საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებენ კლუბებისგან, რომელთაც უეფა უხდის. უეფა შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს კი პირდაპირი რეპორტაჟებისთვის იღებს იმ ტელევიზიებიდან, რომელთაც ფულს ხალხი უხდის. ასე რომ, მთავარი დაზარალებული გულშემატკივარი გამოდის!
მინახავს დიდი ვარსკვლავები, რომლებიც წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტს არ ელაპარაკებიან, მაისურს კი სიამოვნებით უცვლიან მოგებული გუნდის ვარსკვლავებს, ან ავტობუსში შევარდებიან და მხიარულად ბაასობენ. კი მაგრამ, გულშემატკივარმა რა დააშავა? რატომ არ უნდა აუხსნას მატჩის საინტერესო მომენტები? განსაკუთრებით, როცა თამაში ახალი დამთავრებულია...
შევთანხმდით, რომ მომავალ სხდომაზე, სექტემბერში, ამ საკითხს ძირეულად განვიხილავთ და რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. გულშემატკივარს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში.
ჩვენი ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსი, ნოდარ კაკულია დამემოწმება, რომ 12 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის დებულებას ვწერდით და ჩემი ინიციატივა იყო მატჩის შემდგომ პრესკონფერენციისთვის თავის ამრიდებელი მწვრთნელის დაჯარიმება. ეს წესი დღემდე კარგად მოქმედებს", - ამბობს მამუკა კვარაცხელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"