უეფას კონგრესზე საქართველო-აზერბაიჯანი ევრო 2020-ზე იმსჯელებს

AutoSharing Option
სტამბულში უეფა-ს კონგრესი მიმდინარეობს. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, კონგრესის ფარგლებში "ევრო 2020"-ის ერთობლივ მასპინძლობასთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების დელეგაციების არაოფიციალური შეხვედრა გაიმართება. 

ამასთან, უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების კანდიდატურებზე მსჯელობა დაგეგმილი არ არის. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც კონგრესი იმსჯელებს, ფეხბურთში არსებული კორუფციაა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ "ევრო 2020"-ის მასპინძლობის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ვიზიტისას მილიმეჯლისში სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული