გოჩა ხოჯავას თამაშის იმედი აქვს

AutoSharing Option
შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟობით გორის "დილა" მოფერიანდა, ფინანსურად მოღონიერდა, დაიწყო საკლუბო ინფრასტრუქტურის განახლება, გენერალურ დირექტორად დანიშნულმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მამუკა ჯუღელმა კი საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.

ერთ-ერთი მათგანი - საქართველოს ნაკრებში ნათამაშები 26 წლის გოჩა ხოჯავა რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ცხადია, მისი იმედი ჰქონდათ გორელებსაც, მაგრამ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ ექვსი ტური მიილია, პლეიმეიკერი კი მოედანზე არ გამოჩენილა.

ხოჯავას თქმით, ტრავმირებული მუხლი ახლახან მოირჩინა და მართალია, უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ბოლო ტურში ზუგდიდის
"ბაიასთან" მოედანზე გასვლაც შეეძლო, მაგრამ სიფრთხილის გამო, თავი შეიკავა.

ტრავმამორჩენილებს ხელოვნურსაფრიან მოედანზე გასვლას არ ურჩევენ და ხოჯავამ სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შეხვედრისთვის ტრიბუნიდან მიადევნებინა თვალი.
გოჩა იმედოვნებს, რომ მოედანზე გასვლას 25 მარტს ფოთში "კოლხეთის" წინააღმდეგ მაინც მოახერხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული