ევრო 2020-ის მასპინძლობაზე თურქეთთან შანსი არავის აქვს - ჰოლანდიამ ხელი ჩაიქნია

AutoSharing Option
ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირმა ევროპის 2020 წლის ჩემპოინატის მასპინძლობაზე უეფაში განაცხადის შეტანა გადაიფიქრა. ამის შესახებ კავშირის თავჯდომარემ, ბერტ ვან ოოსტვენმა განაცხადა. მისი თქმით, მის ქვეყანას ჩემპოინატის მასპიძნლობის კიდევ ერთ კანდიდატთან, თურქეთთან ბრძოლაში შანსი არ ექნება და ამიტომ, მთელ გულისყურს ევრო 2024-ის მასპინძლობის უფლების მოპოვებაზე გადაიტანენ.

ამავდროულად, ჰოლანდიური პრესაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ვინაიდან თავის დროზე თურქეთმა "ევრო 2016"-ის მასპინძლობისთვის ბრძოლა საფრანგეთთან მხოლოდ ერთი ხმით დათმო, ამჯერად 2020 წლისთვის კონტინეტური ტურნირის მიღების უმთავრესი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან თურქეთში გამართულ უეფას კონგრესზე სიტყვით
გამოსვლისას, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს თავკაცმა, მიშელ პლატინიმ თურქთა კანდიდატურას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.

ევროპის 2020 წლის ჩემპოინატის საქართველოსა დ აზერბაიჯანში მასპინძლობის იდეა კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბაქოში ვიზიტით ყოფნისას გაახმიანა. უეფაში განაცხადების წარმოდგენის ვადა 15 მაისამდე განისაზღვრა.

თურქეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის გარდა, ჩემპიონატის მიღების სურვილს რუმინეთ-ბულგარეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ბოსნია-ხორვატია-სერბეთი და ირლანდია-შოტლანდია-უელსი გამოთქვამენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული