მახარაძის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. სავარაუდოდ, ის ბოლო მატჩებში გუნდის არადამაკმაყოფილებელ შედეგებს უკავშირდება - საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფის სამ მატჩში "დილამ" ორი ფრედ ითამაშა, ერთი კი წააგო.
არაოფიციალური ინფორმაციით, თემურ მახარაძის თანამდებობას ისევ გია ცეცაძე დაიკავებს, რომელიც გუნდს სეზონის დასაწყისში მოძღვრავდა.