ზურაბ არზიანი გორის "დილას" ორ კვირაში დაუბრუნდება

AutoSharing Option
გორის "დილაში" ბევრი ცნობილი მოთამაშე აიყვანეს, მაგრამ ყველა ჯერ სათანადოდ ვერ გაიხსნა და თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება, უდავოდ ზურაბ არზიანია.

24 წლის საყრდენი ნახევარმცველი გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა. შეტევების წამოწყება და განვითარება ეხერხება, მაგრამ სხვა საქმეა, თანაგუნდელები მხარს რომ ვერ უბამენ.

ფოთის "კოლხეთთან" გასვლით შეხვედრაში გორის "დილის" ლიდერი დაშავდა. ზურაბ არზიანი პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ ტრავმა საშიში არ არის. მკურნალობისთვის, მაქსიმუმ, ორი კვირა სჭირდება, მაგრამ ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა არზიანი საქართველოს თასის
პირველი ნახევარფინალური მატჩისთვის მოედანზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ "დილა" 10 და 18 აპრილს ნახევარფინალში თასის მოქმედ მფლობელს, "გაგრას" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთი რომ მაფიაა ამაში ეჭვი არ მეპარება– ზუგდიდის ბაიაში ბავშვები ათამაშეს 18 წლამდე და დღეს და ხვალ მოგცემთ ხელფასსო და ბოლოს აიძულეს სახლში წასულიყვნენ– იმ ახალგაზრდებმა ხომ მთელი მათი ბავშვობა ფეხბურთს შეალიეს და ბოლოს მოტყუებული დარჩნენ . ზევიდან თუ არ გყავს ვინმე ვერაფერსლაც ვერ გააკეთებ
რინა
11:18 29-03-2012
0

სიახლეები პოპულარული