მათ გასაგონად, ვისაც ქართული ფეხბურთი უპერსპექტივო ჰგონია!

AutoSharing Option
უკრაინულ ვებგვერდ "უა-ფუტბოლზე" საინტერესო რუბრიკაა - "რეტრო", სადაც, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიან საბჭოურ წლებს, როდესაც რუსული იმპერიის ნაკრებში გვერდიგვერდ თამაშობდნენ რუსები, უკრაინელები, ქართველები, ბელორუსები; იშვიათად - სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც.

ათასში ერთხელ გავიხსენოთ, რომ ქართული ფეხბურთი 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში მოწინავეთა შორის იყო და აღმოსავლეთ ევროპის ნაკრებად მონათლულ გუნდში საქართველოს მუდმივად ჰყავდა ღირსეული წარმომადგენლები.

უკრაინელებმა ამჯერად 1970 წელს მექსიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსენეს, სადაც საბჭოთა ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა ქართული ფეხბურთის ექვსი აღზრდილი წაიყვანა: მეკარე ანზორ კავაზაშვილი, მცველები მურთაზ
ხურცილავა და რევაზ ძოძუაშვილი, ნახევარმცველი კახი ასათიანი და თავდამსხმელები - სლავა მეტრეველი და გივი ნოდია.

ჯუფურ ეტაპზე საბჭოთა ნაკრებმა ფრედ ითამაშა მასპინძელ მექსიკასთან (0:0). ძირითადში შემადგენლობაში იყვნენ კავაზაშვილი, ასათიანი და ნოდია. შემდეგ ტურში კაჩალინის შეგირდებმა ბელგიას 4:1 სძლიეს. ამჯერად ძირითადში ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა: კავაზაშვილმა, ხურცილავამ, ძოძუაშვილმა და ასათიანმა. ამ უკანასკნელმა 57-ე წუთზე ბელგიელებს ლამაზი გოლიც გაუტანა.

ბოლო შეხვედრაში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა სალვადორს 2:0 მოუგო, მწვრთნელმა წინა მატჩის ოთხეულიდან მხოლოდ ასათიანი დაასვენა. მეოთხედფინალში საბჭოელებმა ურუგვაისთან დამატებით დროში 0:1 წააგეს და ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. კავაზაშვილი, ხურცილავა, ძოძუაშვილი და ასათიანი ამჯერადაც ძირითადში იყვნენ. ამ ჩემპიონატში სლავა მეტრეველს კაჩალინმა მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა.

ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს 1966 წელს ინგლისში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე: კავაზაშვილი, ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, მეტრეველი, მაგრამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავი მიხეილ მესხი ტურნირზე არ წაიყვანა, ნაკრებმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებისთვის კონსტანტინე ბესკოვის, ვალერი ლობანოვსკისა და ნოდარ ახალკაცის სამეულს უნდა ეხელმძღვანელა, მაგრამ რეალურად ბესკოვი იყო "პირველი ვიოლინო", ნაკრებში კი მიიწვია ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია. ტრავმამოშუშებული დავით ყიფიანი ელოდა მის დაძახებას, მაგრამ ბესკოვი ყიფიანს იგნორირებას უკეთებდა და მის ადგილზე ტრავმირებული ლეონიდ ბურიაკი წაიყვანა.

ამის შემდეგ ქართული ფეხბურთის "შესანიშნავმა ათიანმა" კარიერა დაასრულა.

ეს ისე, ისტორიის გასახსენებლად და მათ საყურადღებოდ, ვისაც ქართული ფეხბურთი უპერსპექტივო ჰგონია და საფეხბურთო სტადიონების სხვა სახეობისთვის გადაცემა ან სულაც საზამთროს ბაღჩებად გადაქცევა სურს.

სხვათა შორის, ეროვნული სტადიონი იმ ადგილას აშენდა, სადაც ადრე მართლაც ბაღჩები იყო გაშენებული. მოჰყავდათ მწვანილი, წიწმატი, ხახვი და საზამთრო, მაგრამ ცხადია, მათ რეალიზაციას ჩვენი ხალხისთვის იმდენი სიხარული არ მოუტანია, როგორიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის "დინამოს" (მაშინდელ საქართველოს ნაკრების) სხვადასხვა თაობის წარმატებებს, რითაც ქართველებში ეროვნული ღირსებისა და თვითშეგნების გამოღვიძებას ეროვნულ მოძრაობაზე არანაკლებად შეუწყო ხელი. რუს დამპყრობელზე ჯავრს ხალხი ხომ ცსკა-ზე, მოსკოვის "სპარტაკ"-"დინამოზე" მოგებებით იყრიდა.

საბჭოთა ფეხბურთის 55-წლიან ისტორიაში (ჩემპიონატი 1936-იდან 1991-ამდე გრძელდებოდა) საქართველოში პელე და მარადონა არ დაბადებულა, მაგრამ ქართული კლუბები მუდამ იყვნენ მოწინავეთა შორის და კაშკაშა ვარსკვლავებიც გვყოლია. მხოლოდ 80-იან წლებში დავთმეთ პოზიციები. ანუ ქართული ფეხბურთის წარმატებები არ იყო ერთჯერადი.

მერე ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის პერიოდი, სამოქალაქო და საგარეო ომები, ეკონომიკის დაცემა და ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრებიც დაძაბუნდა, მაგრამ ვერც ერთი პარტია და ვერც ერთი სახეობა ვერ გამოიყვანს ქუჩაში იმდენ გახარებულ ადამიანს, როგორც ეს 2003 წელს რუსეთთან შეხვედრის მოგებით "ჯვაროსნებმა" მოახერხეს.

ფეხბურთი მარტივი თამაში არ არის, მას დიდი ფული სჭირდება. განვითარებაც მხოლოდ დიდძალი ფულის ჩადების შემთხვევაშია შესაძლებელი. სხვაგვარად, ბევრი დილეტანტი მოიძებნება, რომლებიც მორაგბეების ღირსეული მოგებების შემდეგ, რატომღაც, ბოლო დროს წარუმატებელი ფეხბურთისკენ გაიშვერს ხელს და მოედნების საძოვრებად ან ბაღებად გადაკეთების უაზრო იდეას შემოგვთავაზებს.

ეს იმ დროს, როდესაც რაგბიც, ფეხბურთიც და... ბულგარეთში ჭადრაკის ტურნირზე დაგვიანებული ქართველებიც ჩვენი ტკივილი და სიხარულია, ფეხბურთი კი სხვისთვის რამის წართმევას არ ითხოვს.

26 მარტს დაწყებულ და გაგრძელებულ ევროპის 17-წლამდელთა ელიტრაუნდში კიდევ ერთხელ გამოჩნდა: "ყანებში", ასფალტზე, გაჭირვებასა და უმძიმეს პირობებში გაზრდილმა ქართველმა ბიჭებმა მსოფლიო ფეხბურთის თანამედროვე სისტემების გაზრდილებს ტოლი რომ არ დაუდეს და ჯგუფის ლიდერები არიან.

შორს ჩვენგან თვითკმაყოფილება, მაგრამ საქართველოში არასოდეს, ვიმეორებთ, არასოდეს ყოფილა მაღალი დონის პირობები და ტალანტების გაზრდის სისტემა, ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს გასაქანი რომ ჰქონოდათ და ნუ მოვუსმენთ სოფლის მეურნეობაში გარკვეულ მაყურებლებს, რომლებიც, რეალურად, პროფესიონალი დილეტანტები უფრო არიან, ვიდრე გულშემატკივრები. შევინარჩუნოთ ფეხბურთი და გავაძლიეროთ - ამით ქვეყანა დიდი სიხარულს და მოგებას მიიღებს.

ცნობილ ბრიტანელ საფეხბურთო ჟურნალისტს, დან ბრენანს მაინც მოუსმინეთ - პოსტსაბჭოურ სივრცეში გამორჩეულად ძლიერები არიან რუსეთი და უკრაინა, მაგრამ არცერთ ქვეყანას აქვს ისეთი ვარსკვლავური პოტენციალი, როგორც საქართველოსო.

მისდა სამწუხაროდ, ქართველებმა ეს ნიჭი ბრენანის თანამემამულეებთან 28 მარტს გამოავლინეს.

მაგრამ მთავარია, ამ ბიჭებს შემდეგ როგორ შეუწყობენ ხელს და ექნებათ თუ არა მათ და მომავალ თაობებს სრულყოფისთვის რეალური პირობები?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Nორმალ 0 ფალსე ფალსე ფალსე MიცროსოფტIნტერნეტEხპლორერ4

უკრაინელთა საჩვენო რეტრო, ანუ ნუ ვიჩქარებთ მოედნების გადახვნას

უკრაინულ ვებგვერდ ~უა-ფუტბოლზე" საინტერესო რუბრიკაა - ~რეტრო", სადაც, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიან საბჭოურ წლებს, როდესაც რუსული იმპერიის ნაკრებში გვერდი-გვერდი თამაშობდნენ რუსები, უკრაინელები, ქართველები, ბელორუსები, იშვიათად სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც.

ათასში ერთხელ გავიხსენოთ, რომ ქართული ფეხბურთი 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში მოწინავეთა შორის იყო და აღმოსავლეთ ევროპის ნაკრებად მონათლულ გუნდში საქართველოს მუდმივად ჰყავდა ღირსეული წარმომადგენლები.

უკრაინელებმა ამჯერად 1970 წელს მექსიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსენეს, სადაც საბჭოთა ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა ქართული ფეხბურთის ექვსი აღზრდილი წაიყვანა: მეკარე ანზორ კავაზაშვილი, მცველები მურთაზ ხურცილავა და რევაზ ძოძუაშვილი, ნახევარმცველი კახი ასათიანი და თავდამსხმელები - სლავა მეტრეველი და გივი ნოდია.

ჯუფურ ეტაპზე საბჭოთა ნაკრებმა ფრედ ითამაშა მასპინძელ მექსიკასთან (0:0). ძირითადში შემადგენლობაში იყვნენ კავაზაშვილი, ასათიანი და ნოდია. შემდეგ ტურში კაჩალინის შეგირდებმა ბელგიას 4:1 სძლიეს. ამჯერად ძირითადში ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა: კავაზაშვილმა, ხურცილავამ, ძოძუაშვილმა და ასათიანმა. ამ უკანასკნელმა 57-ე წუთზე ბელგიელებს ლამაზი გოლიც გაუტანა.

ბოლო შეხვედრაში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა სალვადორს 2:0 მოუგო, მწვრთნელმა წინა მატჩის ოთხეულიდან მხოლოდ ასათიანი დაასვენა. მეოთხედფინალში საბჭოელებმა ურუგვაისთან დამატებით დროში 0:1 წააგეს და ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. კავაზაშვილი, ხურცილავა, ძოძუაშვილი და ასათიანი ამჯერადაც ძირითადში იყვნენ. ამ ჩემპიონატში სლავა მეტრველს კაჩალინმა მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა.

ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს 1966 წელს ინგლისში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე: კავაზაშვილი, ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, მეტრეველი, მაგრამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავი მიხეილ მესხი ტურნირზე არ წაიყვანა, ნაკრებმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებისთვის კონსტანტინე ბესკოვის, ვალერი ლობანოვსკისა და ნოდარ ახალკაცის სამეულს უნდა ეხელმძღვანელა, მაგრამ რეალურად ბესკოვი იყო ~პირველი ვიოლინო", ნაკრებში კი მიიწვია ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია, ტრავმამოშუშებული დავით ყიფიანი ელოდა მის დაძახებას, მაგრამ ბესკოვი ყიფიანს იგნორირებას უკეთებდა და მის ადგილზე ტრავმირებული ლეონიდ ბურიაკი წაიყვანა. ამის შემდეგ ქართული ფეხბურთის შესანიშნავმა ~ათიანმა" კარიერა დაასრულა.

ეს ისე, ისტორიის გასახსენებლად და მათ საყურადღებოდ, ვისაც ქართული ფეხბურთი უპერსპექტივო ჰგონია და საფეხბურთო სტადიონების სხვა სახეობისთვის გადაცემა, ან სულაც საზამთროს ბაღებად გადაქცევა სურს. სხვათა შორის, ეროვნული სტადიონი იმ ადგილას აშენდა, სადაც ადრე მართლაც ბაღები იყო გაშენებული, მოჰყავდათ მწვანილი, წიწმატი, ხახვი და საზამთრო, მაგრამ ცხადია, მათ რეალიზაციას ჩვენი ხალხისთვის იმდენი სიხარული არ მოუტანია, როგორც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის ~დინამოს" (მაშინდელ საქართველოს ნაკრების) სხვადასხვა თაობების წარმატებებს, რითაც ქართველებში ეროვნული ღირსებისა და თვითშეგნების გამოღვიძებას ეროვნულ მოძრაობაზე არანაკლებად შეუწყო ხელი. რუს დამპყრობელზე ჯავრს ხალხი ხომ ცსკა-ზე, მოსკოვის ~სპარტაკ"-~დინამოზე" მოგებებით იყრიდა.

საბჭოთა ფეხბურთის 55-წლიან ისტორიაში (ჩემპიონატი 1936-დან 1991-დე გრძელდებოდა) საქართველოში პელე და მარადონა არ დაბადებულა, მაგრამ ქართული კლუბები მუდამ იყვნენ მოწინავეთა შორის და კაშკაშა ვარსკვლავებიც გვყოლია. მხოლოდ 80-იან წლებში დავთმეთ პოზიციები. ანუ, ქართული ფეხბურთის წარმატებები არ იყო ერთჯერადი.

მერე ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის პერიოდი, სამოქალაქო და საგარეო ომები, ეკონომიკის დაცემა და ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრებიც დაძაბუნდა, მაგრამ ვერც ერთი პარტია და ვერც ერთი სახეობა ვერ გამოიყვანს ქუჩაში იმდენ გახარებულ ადამიანს, როგორც ეს 2003 წელს რუსეთთან შეხვედრის მოგებით ~ჯვაროსნებმა" მოახერხეს.

ფეხბურთი მარტივი თამაში არ არის, მას დიდი ფული სჭირდება, განვითარებაც მხოლოდ დიდძალი ფულის ჩადების შემთხვევაშია შესაძლებელი. სხვაგვარად, ბევრი დილეტანტი მოიძებნება, რომლებიც მორაგბეების ღირსეული მოგებების შემდეგ, რატომღაც, ბოლო დროს წარუმატებელი ფეხბურთისკენ გაიშვერს ხელს და მოედნების საძოვრებად ან ბაღებად გადაკეთების უაზრო იდეას შემოგვთავაზებს. ეს იმ დროს, როდესაც რაგბიც, ფეხბურთიც და ... ბულგარეთში ჭადრაკის ტურნირზე დაგვიანებული ქართველებიც ჩვენი ტკივილი და სიხარულია, ფეხბურთი კი სხვისთვის არაფრის წართმევას არ ითხოვს.

26 მარტს დაწყებულ და გუშინ გაგრძელებულ ევროპის 17-წლამდელთა ელიტ რაუნდზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა: ~ყანებში", ასფალტზე, გაჭირვებასა და უმძიმეს პირობებში გაზრდილმა ქართველმა ბიჭებმა მსოფლიო ფეხბურთის თანამედროვე სისტემების გაზრდილებს ტოლი რომ არ დაუდეს და ჯგუფის ლიდერები არიან.

შორს ჩვენგან თვითკმაყოფილება, მაგრამ საქართველოში არასოდეს, ვიმეორებთ, არასოდეს ყოფილა მაღალი დონის პირობები და ტალანტების გაზრდის სისტემა, ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს გასაქანი რომ ჰქონოდათ და ნუ მოვუსმენთ სოფლის მეურნეობაში გარკვეულ მაყურებლებს, რომლებიც, რეალურად, პროფესიონალი დილეტანტები უფრო არიან, ვიდრე გულშემატკივრები, შევინარჩუნოთ ფეხბურთი და გავაძლიეროთ - ამით ქვეყანა დიდი სიხარულს და მოგებას მიიღებს.

ცნობილ ბრიტანელ საფეხბურთო ჟურნალისტს, დან ბრენანს მაინც მოუსმინეთ - პოსტსაბჭოურ სივრცეში გამორჩეულად ძლიერები არიან რუსეთი და უკრაინა, მაგრამ არც ერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი ვარსკვლავური პოტენციალი, როგორც საქართველოსო.

მისდა სამწუხაროდ, ქართველებმა ეს ნიჭი ბრენანის თანამემამულეებთან გუშინ გამოავლინეს.

მაგრამ მთავარია, ამ ბიჭებს შემდეგ როგორ შეუწყობენ ხელს და ექნებათ თუ არა მათ და მომავალ თაობებს სრულყოფისთვის რეალური პირობები?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნაღდი სტატიაა!
ახლა უფრო ჩანს, რომ ძალიან ბევრი პესიმისტია საქართველოში, არ გჯერათ ქართული ფეხბურთის და თავად დაანებეთ რა თავი იმ ხალხის გულის მოკვლას, ვინც თქვენზე მეტს ხედავს!
ახლა მაინც შეწყვიეთ სისინი, შეგრცხვეთ, ბუჩქებში მჯდომებს შხამის ნთხევა.
Gjerodes
17:10 31-03-2012
0
messi 001
dudu
100% ხართ. მაგრამ რათ გინდათ ჩვენი მომსმენი არავინაა. ეს სტატია კიდევ დღეისთვის დაიწერა და ხვალ ავტორსაც არ ემახსოვრება.მე იმ კატეგორიას ვეკუთვნი ვიც უპერსპექტივობს ხედავს და ამ სტატიით ვერაფერი ვერ დამანახა. ასეთი იმედები 20 წელია გვესმის.შედეგი ბოლო ადგილი, ფარერებმა თუარ შეგვიშალა ხელი.
ავტორი უკან კი იხედება მაგრამ წინ გახედვის არაფერი უთქვამს.
zaza sigu
12:09 30-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული