"გაგრა" ნიგერიელებით ძლიერდება

AutoSharing Option
ნიგერიელი თავდამსხმელი უმარ მაგაჯი "გაგრაში" ზაფხულში ჩამოიყვანეს. ის ძალიან მოეწონა ანატოლი პისკოვეცს და მისი დაჟინებული მოთხოვნით აიყვანეს, რადგან ნიგერიელში პერსპექტიული თავდამსხმელი შენიშნა.

მაგაჯი სექტემბერში გუნდის განაცხადში მოხვდა და საქართველოს თასზე და ჩემპიონატში სულ რვა შეხვედრა ჩაატარა.

მაგრამ ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრაში ჯვარედინი იოგი გაუწყდა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

"გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ აფხაზავას თქმით, მაგაჯიმ ორშაბათს "მედიკლაბში" წარმატებით გაიკეთა ოპერაცია. რეაბილიტაციის ეტაპი კი 7-8 თვეს გაგრძელდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება "გაგრას" 19 წლის თავდამსხმელი.

მაგაჯის გარდა,
"გაგრაში" კიდევ ორი ნიგერიელი მოთამაშეა: ჯონი ჯერემია შეტევის ლიდერია. ახლახანს გუნდში მისი თანამემამულე და ჯერემიას მსგავსად, ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიის გაზრდილი, საყრდენი ნახევარმცველი ბენჯამინ ტეიდი ჩამოიყვანეს, რომელიც 5 მაისის 18 წლის შესრულდება და "გაგრას" განაცხადში შეიყვანენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული