ჩისკო ჰოსპიტალს მალე დატოვებს

AutoSharing Option
თბილისის ”დინამოსა" და გორის ”დილას" შეხვედრა მასპინძლებმა 10 მოთამაშით დაასრულეს. მატჩის ბოლო წუთეზე დინამოელთა ესპანელმა სლეგიონერმა ჩისკომ ერთ-ერთ მცველთან შეჯახებისას გულ-მკერდის არეში ტკივილი იგრძნო და სასწრაფოდ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევებს ჩაუტარეს.

თბილისის ”დინამოს" პრესამსახურის ცნობით, გამოკვლევის შედეგად ჩისკოს გულ-მკერდის არის დაჟეჟილობა და ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა.

თუმცა, გეგმიური შემოწმების შემდეგ, სავარაუდოდ, თბილისელთა ესპანელი ლეგიონერი ჰოსპიტალს დატოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული