ქუთაისის "ტორპედომ" ელგუჯა გრიგალაშვილი გაიფორმა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოსთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 22 წლის ნახევარმცველმა ელგუჯა გრიგალაშვილმა.

ახალწვეული მარტვილის "მერანის" მოქმედი ფეხბურთელია და ახალი ხელშეკრულების თანახმად, იგი "ტორპედოს" განაცხადში 2012 წლის 1 ივნისიდან შევა.

გრიგალაშვილმა კარიერა ბათუმის "დინამოში" დაიწყო, იქ მან პირველ ლიგაში ორი სეზონის(2009-2010 და 2010-2011 წლების) განმავლობაში ითამაშა. შემდეგ კი "მერანში" გადავიდა, სადაც გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ნახევარმცველმა დღემდე მეგრულ გუნდში 27 ოფიციალური მატჩი გამართა და 7 გოლიც გაიტანა.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული