ახალწვეული მარტვილის "მერანის" მოქმედი ფეხბურთელია და ახალი ხელშეკრულების თანახმად, იგი "ტორპედოს" განაცხადში 2012 წლის 1 ივნისიდან შევა.
გრიგალაშვილმა კარიერა ბათუმის "დინამოში" დაიწყო, იქ მან პირველ ლიგაში ორი სეზონის(2009-2010 და 2010-2011 წლების) განმავლობაში ითამაშა. შემდეგ კი "მერანში" გადავიდა, სადაც გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ნახევარმცველმა დღემდე მეგრულ გუნდში 27 ოფიციალური მატჩი გამართა და 7 გოლიც გაიტანა.
fctorpedo.ge