10 100 000 ევრო - გერმანულმა სააგენტომ თბილისის "დინამო" შეაფასა

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემამ "აზერიფუტბოლმა" გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტის" მონაცემები გამოაქვეყნა. ცხადია, მონაცემები მიახლოებით შეფასებას ემყარება, მაგრამ მისი გაცნობა ყოველთვის საინტერესოა.

ჩვენი მეზობლების პრემიერლიგის 12 გუნდიდან მხოლოდ გამოკვეთილი აუტსაიდერი "სუმგაითი" არ შეაფასეს და აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანელთა გუნდების მიახლოებითი ჯამური ფასი 45.100.000 ევროა.

აღსანიშნავია, რომ კახა ცხადაძის "ინტერი", რომელიც ბოლო წლებში სულ ჩემპიონობისთვის იბრძვის, მოთამაშეთა ფასებით მხოლოდ მე-6 ადგილზეა. ყველაზე ძვირად შეფასებული "ბაკი" კი ფინალურ ექვსეულში ბოლო ადგილზეა.

1. "ბაკი" - 7.100.000
2. "ნეფთჩი" - 7.000.000
3. "ხაზარი" - 6.67
5.000
4. "ყარაბახი" - 6.675.000
5. "გაბალა" - 6.325.000
6. "ინტერი" - 3.350.000
7. აზალ-ი - 3.025.000
8. "რავანი" - 2.175.000
9. "სიმურგი" - 1.250.000
10. "თურანი" - 1.175.000
11. "ქიაფაზი" - 350.000
სულ 45.100.000 ევრო

შეუდარებლად დაბალი ფასი აქვთ სომხურ კლუბებს, სადაც 2 მილიონ ევრომდე ვერც ერთმა მიაღწია.

"მიკა" 1.375.000
"შირაკი" 400.000
"განზასარი" 1.030.000
"იმპულსი" 1.625.000
"ულისე" 1.850.000
"პიუნიკი" 1.050.000
"ბანანცი" 1.000.000
"არარატი" - არ შეფასებულა.

აზერბაიჯანელები ფეხბურთში უდიდეს თანხებს აბანდებენ, საკმაოდ ცნობილი და ძვირად ღირებული მოთამაშეები ჩაჰყავთ. ამის მიუხედავად, ჩვენთვის მოულოდნელად, სააგენტომ თბილისის "დინამო" ამიერკავკასიის ქვეყნების გუნდებში ყველაზე ძვირად შეაფასა. თუმცა, საერთო ჯამში, აზერბაიჯანული გუნდების ჯამური ფასი ჩვენსას (39.700.000 მილიონი ევრო) 5,4 მილიონი ევროთი აღემატება.

"დინამო" 10.100.000
"ზესტაფონი" 6.750.000
"დილა" 5.175.000
"მეტალურგი" 3.925.000
"ტორპედო" 3.300.000
"ბაია" 1.700.000
"სპარტაკი" 1.675.000
"ვიტ ჯორჯია" 1.600.000
"სიონი" 1.525.000
"გაგრა" 1.400.000
"კოლხეთი" 1.350.000
"მერანი" 1.200.000
სულ 39.700.000

"ტრანსფერმარკტის" მიხედვით, კავკასიის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების ათეული ასე გამოიყურება:

1. "დინამო" 10.100.000
2. "ბაკი" 7.100.000
3. "ნეფთჩი" 7.000.000
4. "ზესტაფონი" 6.750.000
5-6. "ხაზარი" 6.675.000
5-6. "ყარაბახი" 6.675.000
7. "გაბალა" 6.325.000
8. "დილა" 5.175.000
9. "მეტალურგი" 3.925.000
10. "ინტერი" 3.350.000

* გამოყოფილია ქართული გუნდები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს არის ფეხბურთელთა სავარაუდო სატრანსფერო ღირებულების ჯამი.. და არა კლუბის ბიუჯეტი
lasha
15:03 11-04-2012
0
"ბაია" 1.700.000 სადა აქვს ბაიას ამდენი ? :D:D:D::D:D:D: ხელფასებს არ არიგებენ :D:D:D:
jfghkgh
14:44 11-04-2012
0

სიახლეები პოპულარული