ვინ გაწვრთნის თბილისის "დინამოს": კახა ცხადაძე თუ ომარ თეთრაძე?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" 17 აპრილს განხორციელებულმა ცვლილებებმა ბუნებრივი კითხვა დაბადა - ვინ შეცვლის გიორგი დევდარიანს?

დროებით გუნდს რამაზ მუმლაძე რომ გაწვრთნის, ეს სიახლე აღარ არის, მაგრამ ის პოსტზე ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლამდე, ანუ სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

ვინ იქნება თბილისელთა ახალი დამრიგებელი, ეს ჯერ უცნობია და კლუბშიც ოფიციალურად არაფერს ამბობენ. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ორი კანდიდატურა განიხილება - ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი თავკაცის, ომარ თეთრაძის.

ცხადაძეს "დინამოს" გაწვრთნა ჯერ კიდევ დევდარიანის დანიშვნამდე შესთავაზეს, მაგრამ მაშინ "ინტერიდან"
წამოსვლა ვერ შეძლო - არა მხოლოდ გუნდთან მოქმედი კონტრაქტის, არამედ მეპატრონესთან ადამიანური ვალდებულებების გამო.

თეთრაძეს წლის დასაწყისში რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ ნალჩიკის "სპარტაკში" იწვევდნენ. რა მოხდა და რატომ თქვა უარი 42 წლის სპეციალისტმა, ეს უცნობია, მაგრამ ამჟამად თეთრაძე კვლავ უმუშევარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადაც ფული-იკ ცხადაზე
arthili
13:54 18-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული