გიორგი ნემსაძე: გიორგი დევდარიანი ალექს გარსიას ხარვეზებმა შეიწირა

AutoSharing Option
17 აპრილს თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა კლუბის მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ამის ლოგიკური გაგრძელება იყო თანამდებობიდან კლუბის სპორტული დირექტორის, გიორგი ნემსაძის გადადგომაც, რომელიც დევდარიანის დანიშვნის ინიციატორი იყო.

ინფორმაცია "დინამომ" დაადასტურა, გაწეული სამუშაოსთვის კი ნემსაძეს მადლობა გადაუხადა.

გიორგი ნემსაძეს "ლელო" დაელაპარაკა:

- "დინამოს" დიდი ამბიციები აქვს. მოვიყვანეთ ძვირად ღირებული ფეხბურთელები და გულშემატკივარს გაუჩნდა იმედი, რომ ჩემპიონობას დავიბრუნებდით, მაგრამ თამაშის ხარისხიდან და შედეგიდან გ
ამომდინარე, საკუთარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და თანამდებობის დატოვება გადავწყვიტე.

- ხელმძღვანელები უკმაყოფილონი იყვნენ...
- უპირველესად, ამ ყველაფრით მე ვიყავი უკმაყოფილო, მომხდარს ძალიან განვიცდიდი. კაცი პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე... ესპანური პროექტით ფიფიას უკმაყოფილებას მეც ვიზიარებდი.

ამის შედეგი იყო "დინამოს" ჩავარდნა. გიორგი დევდარიანს დახვდა სხვისი გემოვნებით დაკომპლექტებული, მოუმზადებელი გუნდი. ესპანეთში შეკრებაზე მოთამაშეები სათანადოდ არ იტვირთებოდნენ, თამაშის წინა დღეს კი გარსია ერთჯერად ვარჯიშებს ატარებდა.

ფეხბურთელი ვიყავი და კარგად ვიცი, ეს შემდეგ, სეზონის მსვლელობისას რასაც იწვევს.

ჩაგდებული მოსამზადებელი ეტაპის შედეგად მივიღეთ ტრავმიანობა. მერე მერებაშვილიც დაიმტვრა და დევდარიანმა დუბლებიდან ბავშვები გადმოიყვანა, რომლებიც ჯერ ამ დონისთვის მზად არ იყვნენ, მაგრამ სხვა არჩევანი არც იყო.

სამწუხაროდ, ესპანელებიდან იმედები ერთმა, მაქსიმუმ, ორმა გაამართლა. აქედან გამომდინარე, შედეგიც არ გვქონდა.

მეპატრონე ყოველთვის გამოდის იქიდან, რა დაიხარჯა ტრანსფერებზე და რა შედეგი მიიღო. როდესაც მათ შორის უდიდესი დისბალანსია, პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ამის გამო გაუშვა ფიფიამ გარსია.

ფაქტობრივად, დევდარიანმა წინამორბედის მუშაობის შედეგებზე აგო პასუხი, რადგან საკუთარი გემოვნებით ვერც გუნდი დააკომპლექტა და ვერც მოამზადა. მაგრამ ახლანდელ შედეგზე პასუხისმგებლობას თავიდან მეც ვერ ავიცილებდი.

- სპორტული დირექტორი იყავით და თქვენ მიერ ნახსენები ორი მოწონებული ესპანელის გარდა, არ შეგეძლოთ სხვებზე უარი გეთქვათ?
- მოთამაშეები მწვრთნელმა თავისი გემოვნებით უნდა შეარჩიოს, მერე რომ არ თქვას, სასურველი ფეხბურთელები არ მომაყვანინეთო. მაგრამ ესპანელები შეგვრჩა და მათი ხარჯი "დინამოს" კისერზე დააწვა. ასე დაკომპლექტებულ გუნდთან მუშაობამ და ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის ხარვეზებმა შეიწირა დევდარიანი.

შედეგის მისაღწევად "დინამოს" წარმატებისთვის ყველაფერი გააჩნია - მშვენიერი ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურა, მაგრამ საჭირო იყო დროც. გული მწყდება, ჩანაფიქრის განხორციელება რომ ვერ მოვახერხეთ. მაინც მჯერა, ადრე თუ გვიან გუნდი წარმატებას მიაღწევს, რასაც სულითა და გულით ვუსურვებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ ისევ ახალკაცი გაჯობებდა!!!!
ზაზა
19:19 18-04-2012
0
გადადგა!!!!
გაუჭირდებოდა, ეგ არ იყო პორტ... ფუ! ფედერაციის ხელმძღვანელობიდან ერთი დუტ-ის თქმის მერე სპრინტერებს რომ გადაუსწრო?
SHalva
17:37 18-04-2012
0

სიახლეები პოპულარული