კახა ცხადაძე: თბილისის "დინამოზე" ფიქრისთვის ჯერ არ მცალია

AutoSharing Option
18 აპრილს თბილისის "დინამოს" შესაძლო ახალ მწვრთნელზე ვწერდით, რომ გიორგი დევდარიანის შემცვლელად ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი თავკაცის, ომარ თეთრაძის კანდიდატურები განიხილება.

ცხადაძეს "დინამოს" გაწვრთნა დევდარიანის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე შესთავაზეს, როდესაც ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას გაშვება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაშინ "ინტერიდან" წამოსვლა ვერ შეძლო.

თუმცა მცირე ხნის წინ, ლენქორანში "ხაზართან" 0:2 წაგების შემდეგ, ბაქოს "ინტერის" დამრიგებელმა "ლელოსთან" ინტერვიუში საინტერესო ამბავი გაამხილა:

"ორი თვეა, "ინტერმა" ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ხელმოწერაზე თავს ვიკავებ. ახლა ვნანობ,
მცირე ხნის წინ ფანტასტიკურ წინადადებაზე უარი რომ ვთქვი, მაგრამ სხვა არჩევანი არც მქონდა, "ინტერის" მეპატრონესთან ადამიანური ვალდებულებები მქონდა და გუნდს შუა გზაზე ვერ მივატოვებდი. მაგრამ უკვე დასაფიქრებელია, მიღირს კი აქ დარჩენა?"


18 აპრილს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ გუნდთან კონტრაქტის გამო "დინამოში" მის დანიშვნაზე ლაპარაკი ახლა უადგილოა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სეზონის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა, "ინტერთან" ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და აზერბაიჯანში დარჩენის სურვილიც არ აქვს.

დიდია ალბათობა, რომ ცხადაძე "ფანტასტიკურ წინადადებაში" დეკემბერში თბილისის "დინამოს" მიწვევას გულისხმობდა. ბაქოს კლუბის თავკაცთა შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს კი "დინამოსთან" მოლაპარაკების გამო არ თანხმდება.

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? "დინამო" ჩემთვის ძვირფასი კლუბია, მაგრამ ორ საათში აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში ბაქოს "ნეფთჩისთან" შეხვედრა იწყება და გონება მთლიანად ამ თამაშზე მაქვს გადართული.

ჩვენი მიზანი თასის ფინალში გასვლა და ჩემპიონატში სამეულში მოხვედრაა.

მომავალ სეზონში რა იქნება, ეს ჯერ არ ვიცი და ახლა სხვა რამეზე ფიქრი არც შემიძლია"
, - გვითხრა ცხადაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაც შეეხება გარსიას მას არ მიეცა იმის საშუალება,რომ ჩემპიონატი ჩაემთავრებინა. მოსამზადებელ პერიოდში მწვრთნელის შეცვლა არასწორი ნაბიჯი იყო. თუნდაც დევდარიანის უცებ წასვლა. თუ ფეხბურთელებს ტრამვაა აქვთ რა მწვრთნელის ბრალია? გუნდში უნდა დარჩენილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა. ტრამვის მორჩენა რომ მწვრთნელების შეცვლა შველოდეს მაშინ რაღა გვიჭირს?)))
vano
11:42 21-04-2012
0
კახა ცხადაძეს რას ვერჩით? პროფესიონალია თავის საქმისა. ჩათავდება აზერბაიჯანის ჩემპიონატი და მერე გადაწყვეტავს სად წავა..ადამიანი აფიქსირებს რომ დინამო მისთვის ყველაფერია..მარა როგორც პროფესიონალი იმ გუნდზე ფიქრობს სადაც მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს. ასე რომ დაველოდოთ ჩემპიონატების ჩამთავრებას და გზაც გამოჩნდება.
vano
11:36 21-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული