კახა ცხადაძე: თბილისის "დინამოზე" ფიქრისთვის ჯერ არ მცალია

AutoSharing Option
18 აპრილს თბილისის "დინამოს" შესაძლო ახალ მწვრთნელზე ვწერდით, რომ გიორგი დევდარიანის შემცვლელად ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი თავკაცის, ომარ თეთრაძის კანდიდატურები განიხილება.

ცხადაძეს "დინამოს" გაწვრთნა დევდარიანის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე შესთავაზეს, როდესაც ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას გაშვება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაშინ "ინტერიდან" წამოსვლა ვერ შეძლო.

თუმცა მცირე ხნის წინ, ლენქორანში "ხაზართან" 0:2 წაგების შემდეგ, ბაქოს "ინტერის" დამრიგებელმა "ლელოსთან" ინტერვიუში საინტერესო ამბავი გაამხილა:

"ორი თვეა, "ინტერმა" ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ხელმოწერაზე თავს ვიკავებ. ახლა ვნანობ,
მცირე ხნის წინ ფანტასტიკურ წინადადებაზე უარი რომ ვთქვი, მაგრამ სხვა არჩევანი არც მქონდა, "ინტერის" მეპატრონესთან ადამიანური ვალდებულებები მქონდა და გუნდს შუა გზაზე ვერ მივატოვებდი. მაგრამ უკვე დასაფიქრებელია, მიღირს კი აქ დარჩენა?"


18 აპრილს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ გუნდთან კონტრაქტის გამო "დინამოში" მის დანიშვნაზე ლაპარაკი ახლა უადგილოა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სეზონის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა, "ინტერთან" ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და აზერბაიჯანში დარჩენის სურვილიც არ აქვს.

დიდია ალბათობა, რომ ცხადაძე "ფანტასტიკურ წინადადებაში" დეკემბერში თბილისის "დინამოს" მიწვევას გულისხმობდა. ბაქოს კლუბის თავკაცთა შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს კი "დინამოსთან" მოლაპარაკების გამო არ თანხმდება.

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? "დინამო" ჩემთვის ძვირფასი კლუბია, მაგრამ ორ საათში აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში ბაქოს "ნეფთჩისთან" შეხვედრა იწყება და გონება მთლიანად ამ თამაშზე მაქვს გადართული.

ჩვენი მიზანი თასის ფინალში გასვლა და ჩემპიონატში სამეულში მოხვედრაა.

მომავალ სეზონში რა იქნება, ეს ჯერ არ ვიცი და ახლა სხვა რამეზე ფიქრი არც შემიძლია"
, - გვითხრა ცხადაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გარსიას ულოკეთ ტ...ი თქვენ მეტი მაინც არ შეგიძლიათ არაფერი ... ალბათ თქვენც მაგასთან ერთად ამოგარტყეს პანჩური დინამოდან !!! რა ალექს გარსია თქვენ საერთოდ დაკარგეთ რეალობის გრძნობა??? ამაზე ადვილი არაფერი იყო რო აეკთან გასულიყო გუნდი და მოეგო სახში მაგრამ თქვნმა გარსიამ ჩაისვარა ზუსტადაც !!! მკვდარი აეკი ვერ გამოაგდო თან როცა ამის რეალური შანსი იყო, გუნდი ვერ დადიოდა მინდორზე სიბილზე ზედმეტია საუბარი !!! ზუსტად გარსიას ნაირი თაღლითები ღუპავენ ქართულ ფეხბურთს. როცა მაგარი დინამო იყო მაშინ არასდროს არ ყოფილა უცხოელი მწვრთნელი თქვე ხამებო !!! იყო დათო ყიფიანი რომელსაც ყავდა უმაგრესი გუნდი
zizu
11:05 20-04-2012
0
გარსია თაღლითი? უკომენტაროდ !!! გარსიას თქვენი არაფერი არ ჭირდება ეს კარგად დაიმახსოვრეთ ჩემო ბატონო და მეორეც ფულს ვინ ხაფავდა და ღუპავდა დინამოს ეტკობა კარგად არ იცით :( მეცინება უბრალოდ და ცოტა ზრდილობაც რომ მოგეყოლებინათ თქვენს წერილში უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მისი წაკითხვა...
irina
13:01 20-04-2012
0

სიახლეები პოპულარული