ჭორი თუ სიმართლე - ბუბა ტყავაძე ისევ თბილისის "დინამოში"?

AutoSharing Option
23 აპრილს დაუჯერებელი ინფორმაცია გავრცელდა - რუსთავის "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე თბილისის "დინამოში" ბრუნდებაო.

უცნაური იყო "დინამოს" ერთ-ერთი თავკაცის პასუხი, ამ ინფორმაციაზე ვერც კის გეტყვით და ვერც არასო...

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მეპატრონის შეცვლის შემდეგ შეიცვალა "მეტალურგის" ხელმძღვანელიც - 9 ივლისს კლუბის მმართველ დირექტორად დაინიშნა ტყავაძე, რომელიც ანალოგიურ თანამდებობაზე "დინამოში" 2005-10 წლებში მუშაობდა.

გავრცელებული ჭორები 23 აპრილსვე ჩვენთან საუბარში თავად ბუბა ტყავაძემ უარყო და დააზუსტა:

"რა თქმა უნდა, სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლაზე არც მიფიქრია. დიღმის ბაზაზე კი მართლაც ვიმყოფებოდი, "დინამოს"
პრეზიდენტ რომან ფიფიასაც ველაპარაკე და ეტყობა, ჭორები ამის გამო გავრცელდა.

ვილაპარაკეთ არა ჩემს დაბრუნებაზე, არამედ გიორგი თექთურმანიძის შესახებ.

როგორც იცით, გიორგი თბილისური კლუბის საკუთრებაშია, ჩვენთან კი იჯარით თამაშობს. სეზონი მალე დასრულდება და მინდა ვიცოდე, მომავალ სეზონში მისი იმედი უნდა მქონდეს თუ არა. ეს არის და ეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული