"რუსის" პრეზიდენტი თბილისში ნიჭიერ ბავშვებს ათვალიერებდა

AutoSharing Option
ჩვენი ყურადღება რუსულ ინტერნეტ-გაზეთ "ნევასპორტში" გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ მიიპყრო: თურმე, საფეხბურთო კლუბი "რუსის" პრეზიდენტი ალექსანდრ იაკიმეცი თბილისს საქმიანი ვიზიტით ესტუმრა.

იაკიმეცი დაესწრო ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შეხვედრას საქართველოსა და უკრაინას შორის, რომელიც "ნევასპორტმა" ფრედ (1:1) "დაასრულა". სინამდვილეში კი, მოგეხსენებათ, რომ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა 1:0 გაიმარჯვეს.

"შეხვედრამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და ტრიბუნებზე 12 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა. მატჩის შემდეგ "რუსის" პრეზიდენტი არაოფიციალურ გარემოში გაესაუბრა ქართული ფეხბურთის ვეტერანებს, მათ შორის, ალექსანდრე ჩივაძეს, ოთარ გაბელიას, სოსო ჭედიას..." - წერს "ნევასპორტი", თუმცა თბილისში ჩამოსული იაკიმეცის ვიზიტის
მიზნებზე კონკრეტულად არაფერს მიუთითებს.

"რუსი" პეტერბურგის გუნდია და 2010 წლის 19 დეკემბერს დაარსდა. ამჟამად კი რუსეთის მოყვარულთა ჩემპიონატის "ჩრდილო-დასავლეთ" ზონაში თამაშობს. ჩვენი ინფორმაციით, რუსული კლუბის პრეზიდენტი მატჩს მოთამაშეების შესარჩევად დაესწრო.

იაკიმეცის ინტერვიუებში ამოვიკითხეთ, რომ ამბიციური კლუბის აშენება სურს, მაგრამ რუსეთის მოყვარულთა გუნდში ნიჭიერი ქართველი ბავშვების წაყვანა მეტისმეტად თავხედური ჩანაფიქრია და ვეჭვობთ, რომელიმე ჩვენი კლუბი "რუსის" თავკაცის წინადადებას დათანხმდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული