სფფ-მ ლევან ფანიაშვილსა და მერაბ მალაღურაძეს უფლებამოსილება შეუჩერა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების პირველ ეტაპზე სულ უფრო და უფრო ნაკლები იყო კლუბებისა და გულშემატკივრების პრეტენზიები მსაჯობის მიმართ, რამაც, თავისთავად, კმაყოფილების საბაბი მოგვცა, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ ამ სფეროში წლების მანძილზე არსებული პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებს მივაგენით.

თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დასკვნით ეტაპზე კვლავ იჩინა თავი მსაჯობასა და მსაჯთა კორპუსთან დაკავშირებულმა პრეტენზიებმა.

ბოლო ტურებში გამართული მატჩების მნიშვნელოვანი ნაწილი კლუბებისა და გულშემატკივრების აღშფოთების მიზეზად იქცა და ჩვენდა სამწუხაროდ, ამის მიზეზი კვლავ მსაჯობა გახდა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში სფფ-ში შემოვიდა
უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების რამდენიმე წერილობითი პრეტენზია, სადაც კლუბები ითხოვენ ამა თუ იმ კონკრეტულ მატჩში მსაჯების ქმედებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლასა და განხილვას.

მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ საუბარია შემდეგ მატჩებზე:

დილა - გაგრა (თასის თამაშები - 10 და 18 აპრილი) - საჩივარი შემოსულია სკ "გაგრას" მხრიდან

მეტალურგი - ზესტაფონი (თასის თამაშები - 10 და 18 აპრილი) - საჩივარი შემოსულია სკ "მეტალურგის" მხრიდან

ბაია - დინამო თბილისი - (14.04.12 – 2:2) - საჩივარი შემოსულია სკ "ბაიას" მხრიდან

ჩიხურა - სიონი - (21.04.12 – 0:0) - საჩივარი შემოსულია სკ "სიონის" მხრიდან

დილა - დინამო - (22.04.12 – 0:0) - საჩივარი შემოსულია სკ "დინამო" თბილისის მხრიდან

დინამო - მეტალურგი - (06.04.12 – 1:1) - საჩივარი შემოსულია სკ "მეტალურგის" მხრიდან

მეტალურგი - ტორპედო - (02.04.12 – 2:1) - საჩივარი შემოსულია სკ "ტორპედოს" მხრიდან

გურია - ვიტ ჯორჯია - (14.04.12 – 1:0) - საჩივარი შემოსულია სკ "ვიტ ჯორჯიას" მხრიდან

მერანი - ზესტაფონი - (14.04.12 – 4:4) - საჩივარი შემოსულია სკ "ზესტაფონის" მხრიდან

მეტალურგი - კოლხეთი - (14.04.12 – 1:0) - საჩივარი შემოსულია სკ "კოლხეთის" მხრიდან

ზესტაფონი - დილა - (06.04.12 – 2:3) - საჩივარი შემოსულია სკ "ზესტაფონის" მხრიდან

სამწუხაროდ, იგივე სახის პრეტენზიები ფუტსალშიც დაფიქსირდა და სფფ-ს ანალოგიური შინაარსის წერილით "იბერია სტარმა" მიმართა.

მიღებული საჩივრების რაოდენობიდან გამომდინარე, სფფ-მ ვითარება საგანგაშოდ მიიჩნია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გატარდეს სათანადო ზომები, რათა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება ღირსეულად ჩამთავრდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეუჩერდეთ უფლებები მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების უფროსს - ლევან ფანიაშვილსა და მის მოადგილეს - მერაბ მალაღურაძეს.

მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების ფუნქციები დროებით, ჩემპიონატის დამთავრებამდე, შეითავსოს სფფ-ის საგანგებო კომიტეტმა (თავმჯდომარე - დ. სიჭინავა; წევრები - რ. არველაძე, ა. ჩივაძე, გ. ფირცხალავა).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული