"ქაისერს" 39 წლის ქართველი სპეციალისტი მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის და გუნდის გასაძლიერებლად ახალ ფეხბურთელებს არჩევს. შოთას ჩამოსვლის მიზეზიც ეს იყო - გორში ერთ-ერთ ქართველ მოთამაშეზე დაკვირვება სურდა.
იყო ინფორმაცია, თითქოს შოთას რჩეული "დილას" თავდამსხმელი მათე ვაწაძე გახლდათ, მაგრამ გადამოწმების შემდეგ დავადგინეთ, რომ ლაპარაკია თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორიაზე, რომელსაც დიდი ხანია, უცხოეთში წასვლა სურს.
გიორგი ლორიას პროგრესი აშკარა მაშინ
ამის შემდეგ გიორგის სატრანსფერო ფასი 450 ათასი ევროდან 800 ათასამდე გაიზარდა.
უცხოური კლუბების ინტერესი ლორიამ სწორედ ამის შემდეგ დაიმსახურა: 25 წლის ქართველ მეკარეს ვარშავის "ლეგია", ლვოვის "კარპატი" და ჩვენთვის უცნობი ერთ-ერთი იტალიური კლუბიც იწვევდა. სხვათა შორის, ახლახან თბილისში მყოფმა ომარ თეთრაძემაც გაამხილა, რომ ლორიას წაყვანა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ძალიან სურდა.
ყველა ელოდა, რომ გიორგი კარიერას უცხოეთში გააგრძელებდა. თუმცა შარშან, სექტემბერში, თბილისის "დინამოს" მეპატრონესთან, რომან ფიფიასთან შეთანხმდა, რომ გუნდში კიდევ ერთ წელს ითამაშებდა. შესაბამისად, კონტრაქტიც ერთი წლით გაახანგრძლივა და ტრანსფერზე ლაპარაკსაც წერტილი დაუსვა.
თუმცა მარტის დასაწყისში "ლელოსთან" ინტერვიუში გიორგიმ თავად გვითხრა:
"კარგი კლუბებიდან მქონდა მიწვევები, მაგრამ დაკონკრეტება არ მინდა. "დინამოში" კი დავრჩი, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავიდე. ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა".
ალბათ, გიორგის წასვლა მისთვისაც აჯობებს და კლუბისთვისაც. თურქეთის ჩემპიონატი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის არ არის და როდესაც ფეხბურთელს უკეთეს ჩემპიონატში იწვევენ, მისი გაშვება უფრო გამართლებული იქნება, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ლორია ვეღარ გაიზრდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"